Belive

ჯანლუიჯი დონარუმა: "შეიძლება მოვმკვდარიყავით, მაგრამ ჩვენ ამ კატეგორიას არ ვეკუთვნით" 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ნაკრების მიერ ევრო 2020-ის მოგების ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა, ჯანლუიჯი დონაურმამ, რომელმაც პენალტების სერიაში, ბუკაიო საკას წინააღმდეგ გადამწყვეტი პენალტის მოგერიება მოახერხა, ინგლისის ნაკრების დამარცხების და ტიტულის მოგების შემდეგ, პირველი ემოციები გამოხატა.
"ყველამ იცით, საიდან დავიწყეთ. ჩვენ ეს დავიმსახურეთ. მატჩის საწყის წუთებში გოლის გაშვებას შეეძლო მოვეკალით, მაგრამ ჩვენ ასეთები არ ვართ. ჩვენ არასდროს ვნებდებით. ​შეგვეძლო გოლი გაგვეშვა, ეს არ იყო ადვილი, რადგან ინგლისი თავს კარგად იცავდა, მაგრამ ჩვენ სანახაობრივად ვთამაშობდით და ამ ყველაფერს ვიმსახურებდით​", - თქვა 22 წლის მეკარემ.
"მილანის" ყოფილმა" გოლკიპერი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. აქვე გეტყვით, რომ ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, თუ სადა გააგრძელებს კარიერას იტალიელთა ამომავალი ვარსკვლავი. ევროპული მედია მას "პარი სენ-ჟერმენს" აქტიურად უკავშირებს. იტალიის ნაკრებმა ინგლისთან “უემბლიზე” გამართული ფინალის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ – 1:1 დაასრულა, ხოლო პენალტების სერიაში – 3:2 იმარჯვა და”სკუადრა აძურა” ვეროპის ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა.

სხვა სტატიები