Belive

ევრო 2020: ყველაფერი, რაც ნიდერლანდების ნაკრების შესახებ უნდა ვიცოდეთ

2 წლის წინ ფეხბურთი
13 წთ

პროფილი

ნიდერლანდების სამეფო ფეხბურთის ასოციაცია დაარსდა: 1889 წლის 8 დეკემბერს ფიფას წევრი: 1904 წლის 21 მაისიდან უეფას წევრი: 1954 წლის 15 ივნისიდან პრეზიდენტი: იუსტ სპი ფიფას რეიტინგი: 16 (2021 წლის 27 მაისიდან) უმაღლესი რეიტინგი: 1 (2011 წლის აგვისტო) ყველაზე ცუდი შედეგი რეიტინგში: 36 (2017 წლის აგვისტო) საშინაო არენა: იოჰან კრუიფ არენა (ამსტერდამი, 53 320), დე კუიპი (როტერდამი, 47 500 მაყურებელი) მეტსახელი: ნარინჯისფერები, მფრინავი ჰოლანდიელები მთავარი მწვრთნელი: ფრანკ დე ბური (51 წლის, ნიდერლანდელი) კაპიტანი: ვირჯილ ვან დაიკი ("ლივერპული", 29 წლის) ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: ვესლი სნეიდერი (134) ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: რობინ ვან პერსი (50) პირველი მატჩი: ბელგია - ნიდერლანდები - 1:4 (ანტვერპენი, ბელგია, 1905 წლის 30 აპრილი). ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: ნიდერლანდები - სან მარინო 11:0 (ეინდჰოვენი, ნიდერლანდები, 2011 წლის 2 სექტემბერი) ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: ინგლისის დამწყებები - ნიდერლანდები 12:2 (დარლინგტონი, ნიდერლანდები, 1907 წლის 21 დეკემბერი)

მიღწევები და ტიტულები

მსოფლიოს ჩემპიონატი: მონაწილეობა - 10 (პირველად - 1934 წელს) საუკეთესო შედეგი - მეორე ადგილი (1974, 1978, 2010) ევროპის ჩემპიონატი: მონაწილეობა - 10 (პირველად 1976 წელს) საუკეთესო შედეგი - ჩემპიონი (1988) ოლიმპიური თამაშები: საუკეთესო შედეგი - მესამე ადგილი (1908, 1912, 1920) უეფას ერთა ლიგა: მონაწილეობა - 1 (პირველად 2019 წელს) საუკეთესო შედეგი - მეორე ადგილი (2019)
No description available.

ისტორია

ნიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო გუნდი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ნაკრებია და საერთაშორისო სარბიელზე საწყის წლებშივე წარმატებით გამოირჩეოდა. მათ პირველად 1905 წელს ითამაშეს და 30 აპრილს ბელგიასთან ძირითად დროში ფრის შემდეგ (1:1), დამატებით ტაიმებში მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. მე-20 საუკუნის პირველ დეკადაში "ნარინჯისფერებმა" ოლიმპიურ თამაშებზე სამჯერ მესამე ადგილი დაიკავეს. ნიდერლანდების ნაკრები დიდ ტურნირებზე სტაბილურად და თანაც წარმატებით გამოდის. მათ სამჯერ მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლები აქვთ მოპოვებული და 1988 წელს კონტინენტის საუკეთესო ნაკრების ტიტულიც მოიპოვეს. ისტორიაში მეორე მუნდიალის შემდეგ, ნიდერლანდელები დიდ სანაკრებო ფორუმებზე აქტიურად გამოდიოდნენ, თუმცა განსაკუთრებული წარმატებისთვის 1970-იან წლებამდე არ მიუღწევიათ. ეს ის პერიოდია, რის მერეც, ნიდერლანდურ ფეხბურთში პირველი ოქროს ხანა დაიწყო. 70-იანი წლები ტოტალური ფეხბურთის აკვნად მიიჩნევა და რინუს მიხელსის მიერ შექმნილი სათამაშო სისტემის სამშობლოც სწორედ ნიდერლანდებია. ახალმა სათამაშო ფილოსოფიამ მთელი ევროპა და მსოფლიო მოიცვა, ყველაფერი კი ნიდერლანდებიდან დაიწყო, რისი დამსახურებითაც, ისინი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ ორჯერ - 1974, 1978 წელს გავიდნენ, თუმცა ტიტულამდე ორივე ჯერზე ძალიან ცოტა დააკლდათ. პირველად, მათ დასავლეთ გერმანიის ნაკრებთან - (1:2), ხოლო შემდეგ ჯერზე არგენტინასთან (1:3) დამატებით დროში წააგეს. იქ მარიო კემპესი დომინირებდა და ევროპელებს დუბლი შეუსრულა. 1970-იანი წლების მფრინავი ჰოლდნიელების შესახებ არაერთ ლეგენდას აღმატებულ ხარისხში უსაუბრია, მათ შორის 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონს, ბრაზილიის ნაკრების ყოფილ კაპიტანს, კარლოს ალბერტომ, რომელიც ამბობდა: "ერთადერთი გუნდი, რომლისგანაც ცოტა განსხვავებული რამ ვიხილე, ნიდერლანდების ნაკრები იყო. მას შემდეგ, ყველაფერი მეტ-ნაკლებად ერთნაირად მეჩვენება. მათი ატრაქციონივით თამაშის სტილი საოცარი სანახავი და სათამაშო იყო". წარმატებული სვლები მალე წარუმატებლობამ შეცვალა. 1980 წლის ევროპირველობა ბოლო ტურნირი იყო, რომელზეც ნიდერლანდელებმა შემდეგი დეკადის განმავლობაში მოხვედრა მოახერხეს. გუნდი ვეტერანმა ლიდერებმა დატოვეს, როგორებიც, კროლი და რენსენრბიკი იყვნენ და ნიდერლანდების ნაკრებმა ესპანეთში გამართული 1982 წლის და 1986 წლის მექსიკის მუნდიალები, ასევე ჩეხოსლოვაკიის ნაკრებთან შედარებით ცუდი გატანილ/გაშვებული ბურთების ბალანსის შედეგად 1984 წლის საფრანგეთის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ვერ შეძლეს. გამარჯვების გზებზე დაბრუნება ნიდერლანდების ნაკრებმა 1988 წელს შეძლო, როცა გუნდში რინუს მიხელსი თავის ტექნიკურ ასისტენტ ნოლ დე რუიტერთან ერთად დაბრუნდა და გუნდთან ერთად ტრიუმფალური გზის გავლა მოახერხა. ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდების ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს ჩამორჩა, თუმცა ინგლისსა და ირლანდიას აჯობა და პლეი-ოფისკენ გზა გაიკვლია. შემდეგ ეტაპზე, რომელიც იმ დროისთვის პირდაპირ ნახევარფინალს გულისხმობდა, ნიდელრნადებმა მასპინძელ დასავლეთ გერმანიის ნაკრებს - 2:1 აჯობეს და 14 წლით ადრე მსოფლიო პირველობის ფინალში განცდილი მარცხისთვის ნაწილობრივ რევანში აიღეს. გადამწყვეტი შეხვედრა ნიდერლანდებმა კვლავაც საბჭოელების წინააღმდეგ ჩაატარა, რომელთანაც ტურნირის გახსნითი შეხვედრა (0:1) დათმო, ამჯერად კი მიუნხენურ ფინალში მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა და ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა. ნიდერლანდების ნაკრებს ოქროს თაობის მეორე ტალღა 90-იან წლებში ჰქონდა, თუმცა რუდ გულიტის, კლარენს ზეედორფის, პატრიკ კლუივერტის, ედგარ დევიდსის, ფრანკ და როლად დე ბურების, დენის ბერგკამპის, მარ ოვერმარსის და მარკო ვან ბასტენის თაოაბებმა სერიოზული შედეგის ჩვენება ვერ მოახერხეს და ის ავანსები ვერ გაამართლეს, რაც მათზე იყო გაცემული. 21-ე საუკუნის სტარტზე ნიდელრანდებს საკმაოდ დაბალანსებული გუნდი ჰყავდათ, რომელსაც წარმატების მიღწევის საუკეთესო შანსი 2010 წელს ჰქონდათ, როცა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს მიაღწიეს, თუმცა არიენ რობენის, რობინ ვან პერსის, ედვინ ვან დერ სარის და სხვათა გუნდმა ფინალურ შეხვედრაში ეპოქალურ და ფენომენალურ ესპანეთს ვეღარაფერი მოუხერხა. ამას 2014 წლის ბრაზილიის მუნდიალზე მესამე ადგილის დაკავება, შემდეგ კი რეგრესი და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ 2016 წლის ევროპის და 2018-ის მსოფლიოს ჩემპიონატებმა ნიდერლანდების ნაკრების გარეშე ჩაიარა. ამრიგად, ევრო 2020 6-წლიანი პაუზის შემდეგ, ნიდერლანდების ნაკრებისთვის პირველი დიდ ტურნირი იქნება, რომელზეც ახალ თაობასთან ერთად გუნდი ახალი მწვერვალების დაპყრობას შეეცდება.
Classic Euro Game: Netherlands Win 1988 Final With Help From a Marco van Basten Wonder Strike | 90min

გზა ტურნირამდე

ბოლო 6 წლის განმავლობაში წარმატებულად დასრულებული პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ნიდერლანდების ნაკრებმა გერმანიის, ჩრდილოეთ ირლანდიის, ბელარუსის და ესტონეთის ეროვნულ გუნდებთან ერთად განვლო და 19 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. ნიდელრანდელებმა ბელარუსი და ესტონეთი ორ-ორჯერ დაამარცხეს, თითო მატჩი მოუგეს ჩრდ. ირლანდიასა და გერმანიას მოუგეს, ბრიტანელებთან უგოლო ფრე ითამაშეს და ერთადერთი მატჩი, ბუნდესნაკრებთან დათმეს. იმ პერიოდში რონალდ კუმანის გაწვრთნილმა გუნდმა ქვეჯგუფში 24 გოლი გაიტანეს და 7 გაუშვეს.

შემადგენლობა

ნიდერლანდების ნაკრებს ევრო 2020-სთვის არსებული რესურსიდან უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს შეკრებილი, თუმცა გუნდს მთავარი ვარსკვლავი და კაპიტანი, ვირჯილ ვან დაიკი დააკლდება. "ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა ფაქტობრივად სრული სეზონი გამოტოვა და ამით მერსისაიდულ კლუბსაც დიდი პრობლემები შეუქმნა. "ევერტონთან" შეხვედრაში, ჯორდან პიკფორდთან შეჯახების შემდეგ მიღებული მძიმე ტრავმა საბოლოოდ კონტინენტის პირველობის გამოტოვების მიზეზი გახდა. ტურნირს ბოლო წლების განმავლობაში გუნდის მთავარი მეკარე, იასპერ სილესენიც გამოტოვებს. სხვა მხრივ, ნიდერლანდელებს პრობლემები არ აქვთ და ევრო 2020-ზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრებიან: მეკარეები: ტიმ კრული (ნორვიჩი), მაარტენ სტეკელენბურგი (აიაქსი). მცველები: პატრიკ ვან აანჰოლტი (კრისტალ პალასი) ,ნათან აკე (მანჩესტერ სიტი), დალეი ბლინდი (აიაქსი), დენზელ დუმფრისი (პსვ), მატეის დე ლიხტი (იუვენტუსი), იურიენ ტიმბერი (აიაქსი), ჟოელ ველტმანი (ბრაიტონი), შტეფან დე ვრეი (ინტერი), ოუენ ვეინდალი (ალკმაარი). ნახევარმცველები: ჟორჟინიო ვაინალდუმი (ლივერპული), დონი ვან დე ბეეკი (მანჩესტერ იუნაიტედი), ფრენკი დე იონგი (ბარსელონა), რაიან გრავენბერხი (აიაქსი), დავი კლაასენი (აიაქსი), ტეუნ კოოპმეინერსი (ალკმაარი), მარტენ დე როონი (ატალანტა). თავდამსხმელები: სტივენ ბერგუისი (ფეიენოორდი), მემფის დეპაი (ლიონი), კოდი გაკპო (პსვ), ლუკ დე იონგი (სევილია), დონიელ მალენი (პსვ), ვოუტ ვეგჰორსტი (ვოლფსბურგი),  ქუინსი პრომესი (სპარტაკი).
Van Dijk the major absentee as Dutch squad is named for Euro 2020

მწვრთნელი

ნიდერლანდების ნაკრები ბოლო წლების განმავლობაში ახლადაშენებული გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი რონალდ კუმანი გახლდათ. რომ არა პანდემია, უეფას ერთა ლიგის ფინალში გამყვან და 6-წლიანი პაუზის შემდეგ დიდ ტურნირებზე დაბრუნებულ რონალდ კუმანს წესით ევროპის ჩემპიონატზეც უდნა ემუშავა, თუმცა ტურნირის ერთი წლით გადადების შემდეგ, გამოცდილმა სპეციალისტმა ყოფილ კლუბში დაბრუნება და "ბარსელონას" ჩაბარება გადაწყვიტა. მის ნაცვლად, ნიდერლანდების ნაკრების მესაჭის როლი ფრანკ დე ბურმა გადაიბარა. ფრანკ დე ბურის სამწვრთნელო კარიერა პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერის განმავლობაში მის მშობლიურ კლუბ ამსტერდამის "აიაქსში" დაიწყო, სადაც ახალგაზრდულ გუნდებში 2006-10 წლებში მუშაობდა, პარალელურად კი, 2008-11 წლებში, ეროვნულ გუნდში ბერტ ვან მარვაიკის ასისტენტი გახლდათ. 2010-16 წლებში მის კარიერაში ყველაზე წარმატებული პერიოდი დადგა, როცა "აიაქსის" მთავარ გუნდს უხელმძღვანელა და 4-ჯერ ერედივიზიონი, ერთხელ კი ნიდერლანდების თასის მოგება მოახერხა. შემდეგ იყო რამდენიმეთვიანი წარუმატებელი პერიოდები იტალიასა და ინგლისში, თუმცა დე ბრუმა "ინტერისა" და "კრისტალ პალასის" ქომაგებს თავი განსაკუთრებულად ვერ შეაყვარა და კონტინენტის შეცვლა გადაწყვიტა. წარმატებული გამოდგა აშშ-ში გადაბარგება, სადაც "ატლანტა იუნაიტედთან" ერთად დე ბურმა MLS-ის ჩემპიონისა და ამერიკის ღია თასის მოგება მოახერხა. 2020 წლის 23 სექტემბრიდან 51 წლის სპეციალისტი სამშობლოში, მთავარი საფეხბურთო გუნდის თავკაცად დაბრუნდა და მისი ხელმძღვანელობით, ნიდერლანდების ნაკრებმა 9 შეხვედრაში ითამაშა, 4 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 2-ში დამარცხდა. ამ პერიოდში გუნდმა 18 გოლი გაიტანა და 9 გაუშვა, ოფიციალურ მატჩებში კი 15 ქულა მოიპოვა. ყველაზე ხშირად გამოყენებული ფორმაცია: 4-3-3.
Inside Atlanta United's failed 'evolution' under Frank de Boer – The Athletic

ვარსკვლავი

იმ შემადგენლობიდან, რომელიც ევრო 2020-ზე ითამაშებს, გუნდის მთავარი ლიდერი მემფის დეპაი იქნება. ეს ის ფეხბურთელია, რომლისაც ნარინჯისფერ მაისურებში გამოწყობილ ქომაგებს ყველაზე მეტად უნდა ეიმედებოდეთ. "ლიონის" ათიანი, რომელმაც ფრანგულ კლუბს რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ არსებული ჩავარდნის გამოსწორებაში და ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა, ივნისის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება, თუმცა ადვილი სავარაუდოა, რომ 27 წლის შემტევს თავისუფლად დიდხანს არავინ დატოვებს. "მანჩესტერ იუნაიტედში" არასაკმარისი სათამაშო დროის, საფრანგეთში კი გუნდის მთავარი ვარსკვლავის სტატუსის მორგების შემდეგ, დეპაის ცხოვრებასა და კარიერაში დადგა ის დრო, როცა დიდი ევროპული გრანდის მაისური სტაბილურად უნდა მოირგოს. ფეხბურთელს, რომელმაც კარიერაში ნიდერლანდების ჩემპიონობის, თასის და სუპერთასის ("პსვ-სთან" ერთად) და "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით ინგლისის ასოციაციისა და ლიგის თასების და ასევე ევროპის ლიგის მოგება მოახერხა, კარიერაში ახალ ეტაპზე გადასვლისთვის და მთავარი ნაბიჯის გადადგმისთვის, ევროპის ჩემპიონატს უდიდესი მნიშვნელობა ექნება. ამ ტურნირზე წარმატებული ინდივიდუალური თუ გუნდური მუშაობა მემფისისთვის შესაძლოა "ბარსელონასკენ" მიმავალ გზაზე კარის გამხსნელი გახდეს. მემფის დეპაი ნიდერლანდების ნაკრებში: 62 მატჩი, 23 გოლი, 22 საგოლე გადაცემა, ევროპის ჩემპიონობა 17-წლამდე გუნდთან ერთად (2011).
Netherlands vs France: Memphis continues blistering 2018 in win over Les Bleus | Goal.com

კალენდარი

C ჯგუფი 2021 წლის 13 ივნისი: ნიდერლნადები - უკრაინა, იოჰან კრუიფ არენა, 23:00 საათი 2021 წლის 17 ივნისი: ნიდერლანდები - ავსტრია, იოჰან კრუიფ არენა, 23:00 საათი 2021 წლის 21 ივნისი: ჩრდ. მაკედონია - ნიდერლანდები, იოჰან კრუიფ არენა, 20:00 საათი

ნიდერლანდების დედაქალაქი - ამსტერდამი

Everything You Need to Know about Amsterdam - Real Word
Forget The Pandemic; Amsterdam Now Faces Perilous New Challenge
Amsterdam - Wikipedia
The Top 10 Things To Do, Attractions & Activities in Amsterdam
Dutch Football on Twitter: "10,000+ fans taking part in Oranje parade before Netherlands v Denmark. Incredible support for @oranjevrouwen (via @OnsOranje )… https://t.co/8fzL5l9gMB"

იოჰან კრუიფ არენა - ამსტერდამი 

Johan Cruijff Arena
Johan Cruijff ArenA, a smart stadium to reimagine football and society - Johan Cruyff Institute
 

სხვა სტატიები