Belive

2 წლის წინ: ჩაკვეტაძის ბენეფისი, ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლი და გამარჯვება ყაზახეთში (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზუსტად 2 წლის წინ, 2018 წლის 6 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა. ასტანაში, "ჯვაროსნებმა" უეფას ერთა ლიგის გახსნით შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა და ყაზახეთის ნაკრებს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. მატჩი გიორგი ჩაკვეტაძის ბენეფისად იქცა, რომელმაც ჯერ 69-ე წუთზე ულამაზესი ბურთი შეაგდო, რაც ტურნირის დაარსებიდან პირველი გოლი გახლდათ, 5 წუთში კი საგოლე კომბინაცია თავად შექმნა. ამ გამარჯვების შემდეგ, D დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა კიდევ 4 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 16 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. საქართველო: გიორგი ლორია - ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია, გიორგი ნავალოვსკი - ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (დავით ხოჭოლავა, 84), გიორგი მერებაშვილი - ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე (თორნიკე ოქრიაშვილი, 75), გიორგი ქვილითაია (ვაკო გვილია, 65).

სხვა სტატიები