Belive

სამუდამო ხელფასი ბარსელონას ჩემპიონებს - მესის ინიციატივა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლიონელ მესის დამსახურებით, ყველა ის ფეხბურთელი, ვინც წარსულში "ბარსელონას" მაისურით ევროპული ტურნირის მოგება მოახერხა, ცხოვრების ბოლომდე ხელფასს მიიღებს. 2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, "ბარსას" თავდამსხმელმა კლუბის მაშინდელი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ისეთი სქემის შექმნაში დაარწმუნა, რომლის მიხედვითაც, ევროპულ სარბიელზე ოქროს მედლის მომპოვებელი ყველა ფეხბურთელი სამუდამო ანაზღაურებას მიიღებდა. ლაპორტას მაშინდელი დაპირებით, 290-ზე მეტი ფეხბურთელი სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველყოფილი იქნება. ერთ-ერთი მათგანი ხუან კარლოს ჰერედიაა, რომელმაც 1979 წელს, "ბლაუგრანას" მაისურით თასების მფლობელთა თასი მოიგო. ჰერედია მესის ინიციატივაზე საუბრობს: "2009 წელს, რომში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, სადაც "ბარსელონამ" "მანჩესტერ იუნაიტედი" 2:0 დაამარცხა, ლიონელ მესის ინიციატივით, ჟოან ლაპორტამ გადაწყვიტა, რომ ყველა იმ ფეხბურთელს, ვინც "ბარსელონასთან" ერთად ევროპაში ჩემპიონობა მოახერხა, მთელი ცხოვრების განმავლობაში ყოველთვიური ხელფასი დაენიშნებოდათ. და მან ეს შეასრულა". თავად ლეო მესიმ, ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი საკლუბო ტურნირი კარიერაში ოთხჯერ მოიგო - ბოლოს კამპ ნოუზე ჩემპიონთა ლიგის თასი 2015 წელს აღმართეს, თუმცა ანდრეს ინიესტასგან კაპიტნის სამკლაურის გადაბარების შემდეგ, მესის მთავარი პირობა სწორედ ამ ტურნირის მოგება გახდა.

სხვა სტატიები