Belive

"სამშობლოში დავბრუნდი და ყველაფერი თავიდან დავიწყე" - AS-მა ლადო ჩიხრაძესთან ინტერვიუ ჩაწერა

10 თვის წინ ფეხბურთი
7 წთ

პოპულარული ესპანური გამოცემა AS.com-ი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელის, ლადო ჩიხრაძის ინტერვიუს აქვეყნებს და ხაზს უსვამს, რომ ფეხბურთელს ესპანეთში დაბრუნების სურვილი აქვს.

"საქართველო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრი, რომელიც იმართება მათ ქვეყანაში, რუმინეთთან ერთად და რამაც აიძულა რამაზ სვანაძე დაასახელებინა ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი, როგორც ახალი თაობის მთავარი ვარსკვლავები შემადგენლობაში. ორივე უკვე აბსოლუტური ვარსკვლავია, მაგრამ ასაკის გამო ისინი მაინც იქნებიან იმ ტურნირის ნაწილი, რომელიც მათ მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მიღების შანსს აძლევს. წინასწარ სიაში, საფრანგეთის ლიგის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის ან "რეალ უნიონიდან" გიორგი გაგუას ყოფნის გარდა, ასევე არის ძველი ნაცნობი ესპანეთიდან და "ატლეტიკოდან". ლადო ჩიხრაძე, რომელიც ამჟამად "სამგურალშია", 2018/19 წლების სეზონში კი წითელ-თეთრ აკადემიაში იყო.

21 წლის ფორვარდმა წინასწარ სიაში ადგილი შედეგიანობის დამსახურებით მოიპოვა. მან ეს 15 მატჩში შვიდი გატანილი გოლით მოახერხა, მხოლოდ 313 წუთში - საშუალოდ ყოველ 44 წუთში, ახლა კი ის AS-ს ესაუბრა.

"2017 წლის ნოემბერში ტესტები გავიარე იტალიურ "სპალთან" და "ატლეტიკოსთან". ორივეში ერთი კვირა ვაბარებდი გამოცდას და ორივემ დამირეკა. ჩემთვის რთული არ იყო "ატლეტიკოს" ვარიანტის გადაწყვეტა. 2018 წლის აგვისტოში ჩამოვედი და ერთი სეზონი ვითამაშე, რაც ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო გამოცდილებაა. პირველ გუნდთან ერთად რამდენჯერმე ვივარჯიშე, მოედანი გავიზიარე გრიზმანთან, კოკესთან, საულ ნიგესთან, ლემართან, დიეგო კოშტასთან, გოდინთან, ხიმენესთან და ეს სიგიჟე იყო 17 წლის ბიჭისთვის. ეს საუკეთესო გამოცდილებაა, რაც ფეხბურთში მიმიღია.

პირველი დღე მთავარ გუნდთან ერთად გუშინდელივით მახსოვს. რამდენიმე ახალგაზრდას დაუძახეს, რომ პირველ გუნდთან ერთად ევარჯიშათ და როცა მოედანზე ჩავედი, შოკში ვიყავი. ემოციებს ვერ ვაკონტროლებდი, სიმეონემ მხარზე ხელი მომეხვია, კანკალი დამეწყო, რაღაც მითხრა, მაგრამ კარგად ვერ გავიგე, ესპანურად ვერ ვლაპარაკობდი. ძალიან მაგარია იმ ფეხბურთელებთან და ამ მწვრთნელთან ერთად ვარჯიში. გამოცდილება, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, იმედი მაქვს გავიმეორებ.

გრიზმანი არის ძალიან მაღალი დონის მოთამაშე. ვარჯიშზე შესვლისას გაოცებული ვიყავი მისი ყურებით, როგორ ქმნიდა მაგიას ბურთით. შემდეგ ვცდილობდი გამეკეთებინა ის, რაც ვარჯიშზე ვნახე.

"რეკრეატივო და ჰუელვაში" ახალგაზრდულ ასაკში დებიუტი ვერ შევძელი, შემდეგ კი პანდემია დაიწყო და ყველაფერი ძალიან გართულდა. კიდევ ერთი წელი დავრჩი რეკრეში, პირველ გუნდში ვვარჯიშობდი და შვილობილ ფილიალში ვთამაშობდი, ისინი მესამე დივიზიონში დაქვეითდნენ და "ექსტრემადურას" შვილობილ ფილიალში წასვლის დრო დადგა. არც იქ იყო ადვილი. "კარგი წინა სასეზონო პერიოდი მქონდა და დავიწყე თამაში, წუთების რაოდენობის გაზრდა და კარგი სტატისტიკის ჩვენება, პირველი გუნდის ყურადღება მივიქციე, მათთან ერთად ვვარჯიშობდი ჩამოსვლიდან ორი თვის შემდეგ. მათთან ერთად ვიღებდი მონაწილეობას ისტორიულ მატჩში "ირუნის" წინააღმდეგ, მაგრამ "ექსტრემადურა" გაქრა 2022 წლის მარტში მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო ვალების დაფარვა და დისკვალიფიკაცირდა ესპანეთის ჩემპიონატიდან.

დიდი ხანი ვიყავი რთულ სიტუაციებში. "ექსტრემადურას" შემდეგ ვიფიქრე, რომ დრო იყო სახლში წავსულიყავი და თავიდან დამეწყო. ყველაფერი საკმაოდ კარგად მიდის, მოვახერხე ესპანური გუნდების და სხვა ქვეყნების წარმომადგენელი კლუბების ინტერესის გაღვივება და იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებ და შევეცდები 21-წლამდელთა ევროთასების საბოლოო სიაში მოვხვდე. საქართველოში იმიტომ დავბრუნდი, რომ ეს შესაძლებლობა ახლოს იყო. კვარაცხელია, მამარდაშვილი, მიქაუტაძე... უბრალოდ მინდოდა ამ გუნდში მოხვედრა და უმაღლეს დონეზე დაბრუნება, რომ იქ ვყოფილიყავი. კონკურენცია ძალიან დიდია. ამ ფეხბურთელებს დიდი ხანია ვიცნობ, ეროვნული ნაკრების ქვედა კატეგორიებში მათთან ერთად გასახდელს ვიზიარებდი, მათთან ყოფნა მინდოდა. ძალიან მინდა სიაში მოხვედრა, მინდა ვარჯიშზე ვაჩვენო, რომ ვიმსახურებ ტურნირისთვის გამოძახებას და იმედი მაქვს, ამას მივაღწევ.

საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა, ჩვენ ფეხბურთი და კვარას დონე კიდევ უფრო მეტად გვიყვარს, ვიდრე ჩანს. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ბევრ ესპანურ გუნდს, განსაკუთრებით მადრიდის "რეალს", "ბარსას", "ატლეტიკოს" და "სევილიას".

Khvicha Kvaratskhelia scores twice in Napoli win

მე არ გამკვირვებია კვარაცხელიას დონე. მრავალი წელია მასთან ერთად ვიზიარებ გასახდელს, ის თავმდაბალი ბიჭია, რომელიც ბევრს მუშაობს, დიდ დროს უთმობს ფეხბურთის თამაშს და როგორც ჩანს, ძალიან მაღალ დონეზე აპირებს ასვლას. მან ქვეყნის სახელი გაიტანა ევროპაში. ხვიჩა აკეთებს შესანიშნავ საქმეებს თავისი გუნდისთვის, ეროვნული ნაკრებისთვის და აქაური ფეხბურთელებისთვის. აქ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ფეხბურთი სიგიჟემდე გვიყვარს. ბევრი ბავშვი იწყებს თამაშს, თუმცა ძნელია საკუთარი ქალაქების დატოვება, აქ ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაშის მხოლოდ რამდენიმე ვარიანტია და გზაში ბევრი ბრილიანტი იკარგება. ამიტომაც მგონია, რომ თუ ქვეყნისადმი გაცილებით მეტი ყურადღება იქნება, აქ ბევრი მარგალიტი მოიპოვება. კვარა აქ კერპია, ჩვენ უკვე გვყავდა კალაძე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო და კობიაშვილი და კიდევ ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც აქ ლეგენდები არიან, მაგრამ ბავშვებისთვის კვარა სულ სხვა დონეზეა. მას უბრალოდ სჭირდებოდა შანსი, რომელიც მათ მისცეს ნეაპოლში და ის მშვენივრად მუშაობს. მისი მომავალი მისივე გადასაწყვეტია, ჩვენ მისთვის საუკეთესო გვინდა. მას თავისი გემოვნება ექნება, მაგრამ დონის მიხედვით დარწმუნებული ვარ, რომ თუ ერთ დღეს ესპანეთში ჩავა, იქაურობას დაანგრევს", - თქვა ლადო ჩიხრაძემ.

21 წლის თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში, საქართველოს ეროვნულ ლიგაში 15 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა მოედანზე სულ 313 წუთი აქვს გატარებული და ამ დროში 7 გოლის გატანა მოახერხა, თანაც ყველა მათგანი შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ.