Belive

სამი წითელი ბარათი | არგენტინის ანტირეკორდი მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის დრამატული ფინალის ძირითადი დრო უგოლოდ, 0:0 დასრულდა, თუმცა მატჩის მიწურულს მოედანზე ნამდვილი დრამა დატრიალდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, 92-ე წუთზე, არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა ენცო ფერნანდესმა წითელი ბარათი მიიღო და თანაგუნდელები ექსტრა ტაიმების წინ უმძიმეს მდგომარეობაში, კაცნაკლული დატოვა.

ამ გაძევებით „ალბისელესტემ“ ტურნირის ისტორიაში ოფიციალურად გააფორმა ანტირეკორდი - არგენტინას ახლა მუნდიალების ფინალებში იმაზე მეტი წითელი ბარათი აქვს მიღებული, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას.

ენცო ფერნანდესი გახდა მესამე არგენტინელი, რომელიც ფინალურ მატჩში წითელი ბარათით დაისაჯა. აქამდე, 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალურ ფინალში გერმანიის წინააღმდეგ, მოედნიდან პედრო მონსონი და გუსტავო დეზოტი გააძევეს.

სხვა სტატიები