Belive

სალიჰამიჯიჩმა დაადასტურა, რომ ლევანდოვსკის ბაიერნიდან წასვლა სურს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის ,,ბაიერნის'' დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის თქმით, რობერტ ლევანდოვსკის გუნდის დატოვება სურს:
,,ლევანდოვსკის ველაპარაკე. მან მითხრა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და გუნდის დატოვება სურს. რობერტმა თქვა, რომ კარიერაში რაღაც ახალი უნდა, მაგრამ ბაიერნის პოზიცია უცვლელია. მას ბაიერნთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ეს ფაქტია. არის თუ არა ოფიციალური შემოთავაზება ბარსელონასგან? არა. ლევანდოვსკის ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით აქვს, ჩვენი პოზიცია მკაფიოა,'' - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.
რამდენიმე დღის წინ, გერმანულ მედიაში დაიწერა, რომ მიუნხენელები პოლონელის გაყიდვას არ გამორიცხავენ და მის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მილიონი ევროს მიღებას გეგმავენ. მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკის ანგარიშზე ,,ბაიერნის” მაისურით ჩატარებულ 45 შეხვედრაში 50 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები