Belive

სალაჰმა ლივერპულთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

30 წლის ეგვპიტელმა სუპერვარსკვლავმა - მოჰამედ სალაჰმა, "ლივერპულთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რის მიხედვითაც ეგვიპტელი შემტევი კლუბში 2025 წლამდე დარჩება.

"მოხარულები ვართ, რომ კარგი ამბავი უნდა გაცნობოთ. ჩვენმა ლეგენდამ - სალაჰმა, დღეს გადაწყვიტა, რომ ოფიციალურად მოეწერა ხელი ახალ კონტრაქტზე, რაც 2025 წლამდე კლუბში დარჩენას ითვალისწინებს..." - ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ სოციალურ ქსელში.   მოჰამედ სალაჰი 2021/2022 წლების სეზონის პრემიერ ლიგის ბომბარდი და წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა. "მერსისაიდულ" კლუბში გატარებული 5 წლის განმავლობაში, მოჰამედ სალაჰის ანგარიშზე: 254 მატჩი, 156 გატანილი გოლი და 63 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები