Belive

სალაჰმა ევროტურნირების უნიკალური რეკორდი დაამყარა

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

კონფერენს ლიგის პირველ ტურში ტრაბზონსპორმა კუპსი სტუმრად 2:4 დაამარცხა. მატჩში მოჰამედ სალაჰმა თავი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა.

შედეგად, ეგვიპტელმა ისტორიული რეკორდი დაამყარა - სალაჰი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც სამივე საკლუბო ევროტურნირზე (ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, კონფერენს ლიგა) გოლიც აქვს გატანილი და საგოლე გადაცემაც გაკეთებული.

მიმდინარე სეზონში სალაჰის ანგარიშზე ტრაბზონსპორის მაისურით ჩატარებულ 10 შეხვედრაში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

ეგვიპტელის სტატისტიკა ევროტურნირებზე:

  • ჩემპიონთა ლიგა - 50 გოლი და 17 პასი;

  • ევროპა ლიგა - 10 გოლი და 10 პასი;

  • კონფერენს ლიგა - 1 გოლი და 1 პასი.

სხვა სტატიები