Belive

სალაჰი პრემიერლიგაში ლივერპულის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერლიგის 26-ე ტურში ,,ლივერპულმა'' ,,მანჩესტერ იუნაიტედს'' უმასპინძლა და 7:0 დაამარცხა.

,,მერსისაიდელთა'' შემადგენლობაში მოჰამედ სალაჰმა დუბლი გაიფორმა. ეგვიპტელს პრემიერლიგაში ,,ლივერპულის'' მაისურით 129 გოლი დაუგროვდა რაც გუნდის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

სალაჰმა რობი ფაულერს გადაუსწრო, რომლის ანგარიშზეც ინგლისის უმაღლეს ლიგაში 128 გოლია.

30 წლის ფეხბურთელს პრემიერლიგაში ყველაზე მეტი, 10 გოლი, სწორედ ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' წინააღმდეგ აქვს გატანილი.

26 ტურის შემდეგ, ,,ლივერპული'' 42 ქულით სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზეა, ,,იუნაიტედი'' კი 49 ქულით მე-3 ადგილს იკავებს (ორივე გუნდს 25-25 მატჩი აქვს ჩატარებული)

სხვა სტატიები