Belive

სალაჰი ლივერპულში ბრუნდება

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლივერპულისა" და ეგვიპტის საფეხბურთო ნაკრების სუპერვარსკვლავი - მოჰამედ სალაჰი, აფრიკის ერთა თასზე მიღებული ტრავმის შემდეგ, ლივერპულში ბრუნდება.

გავრცელებული ინფორმაციით, სალაჰი ლივერპულში გაემგზავრება, რათა ტრავმა მოიშუშოს და სარეაბილიტაციო პერიოდი მერსისაიდული გრანდის სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ გაიაროს. იმ შემთხვევაში, თუ ეგვიპტე აფრიკის ერთა თასის 1/2-ფინალში გავა, სალაჰი კვლავ ნაკრებს დაუბრუნდება.

უკანასკნელ საათებში, მოჰამედ სალაჰს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა. ეგვიპტის საფეხბურთო ნაკრებისა და "ლივერპულის" სამედიცინო შტაბის წევრებს შორის შემდგარი კონსულტაციის შემდეგ, გადაწყდა, რომ სალაჰი ლივერპულში დაბრუნდება და ტრავმას მოიშუშებს. იმედს ვიტოვებთ, რომ აფრიკის ერთა თასის 1/2-ფინალში გასვლას შევძლებთ და სალაჰი კვლავ დაგვიბრუნდება. - ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაცია.

სხვა სტატიები