Belive

"საკმარისად კარგები არ ვიყავით" - ბრუნო გიმარაეში ბრაიტონთან მატჩის შემდეგ

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

არსენალის ნახევარმცველმა, ბრუნო გიმარაეშმა ბრაიტონთან განცდილი მძიმე მარცხი მკაცრად შეაფასა და განაცხადა, რომ ასეთი თამაში მოქმედი ჩემპიონის სტატუსს არ შეეფერებოდა. "მეთოფეებისთვის", პრემიერ ლიგის იდეალური სტარტი "ამექს სტეიდიუმზე" დასრულდა. ბრაიტონმა, პასკალ გროსის, ჩარალამპოს კოსტულასისა და ჩემა ანდრესის გოლების წყალობით, ლონდონელები 3:0 დაამარცხა.

გიმარაეშმა, რომელიც ნიუკასლიდან ტრანსფერის შემდეგ, პირველად მოხვდა არსენალის სასტარტო თერთმეტეულში, საკუთარი გუნდის თამაში უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ გუნდის ძალაინ ცუდი დღე ჰქონდა.

ძალიან იმედგაცრუებულები ვართ და საკუთარ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, რადგან ჩვენ სათამაშო დონეს ძალიან ჩამორჩით. ბურთს მარტივად ვკარგავდით და არცერთი ორთაბრძოლა არ მოგვიგია. როცა მოქმედი ჩემპიონი ხარ, ეს არ უნდა გემართებოდეს. ეს აღარ უნდა განმეორდეს. ეს ჩვენთვის გაკვეთილია, რადგან აქამდე კარგი სვლა გვქონდა. ყველა მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ეს ის შეხვედრაა, რომელიც უნდა დავივიწყოთ და აუცილებლად უნდა გავუმჯობესეთ. - ბრუნო გიმარაეში

სანაკრებო პაუზის გამო, არსენალი პრემიერ ლიგის მომდევნო შეხვედრას, 10 ოქტომბერს, ლიდსის წინააღმდეგ ჩაატარებს. ამ მომენტისთვის, ლონდონელები, 12 ქულით, მე-2 პოზიციაზე არიან. არსენალის უახლოესი მდევარი კი სწორედ ბრაიტონია, რომელიც 10 ქულით, მე-3 ადგილს იკავებს.