Belive

უეფას რჩეულ თერთმეტეულში: ევროპის ჩემპიონატზე ქართველი დელეგატი იმუშავებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე საქართველოს საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება. უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ღონისძიებების ხელმძღვანელი და უეფას დელეგატი, ირაკლი ნაკაიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დელეგატის რანგში იმუშავებს. საინტერესოა, რომ ქართველი დელეგატი, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ შერჩეულ 11 დელეგატს შორისაა. ქართველი დელეგატი გათამაშების ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქში, ბაქოში იმუშავებს, სადაც ჯგუფური ეტაპის სამ (უელსი 12/06 შვეიცარია, თურქეთი 1/06 უელსი, შვეიცარია 20/06 თურქეთი) და მეოთხედფინალის (3 ივლისი) ერთ მატჩს მოემსახურება. წარსულში, ირაკლი ნაკაიძეს დელეგატის რანგში უეფას ეგიდით გამართულ სხვადასხვა ტურნირზე უმუშავია. მათ შორის ჩემპიონთა ლიგის 2019 წლის სეზონის მეოთხედფინალურ მატჩზე, "კამპ ნოუზე", "ბარსელონა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (3:0). წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.  

სხვა სტატიები