Belive

სულშერი ჰოლანდს არ ეშვება - ნორვეგიელი თანამემამულის ტრანსფერზე მუშაობას განაახლებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
The Athletic-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს ოლე გუნარ სულშერს თავის გუნდში ერლინგ ჰოლანდის დამატება ისევ სურს. ნორვეგიელი სპეციალისტის მთავარ სამიზნედ დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელი რჩება. მათ კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეს "მიოლდეში" ერთად მუშაობის შემდეგ, მიუხედავად "წითელ ეშმაკებსა" და მოთამაშის აგენტ მინო რაიოლას შორის გასულ ზამთარში მოლაპარაკებების ჩაშლისა. 2020 წლის ზამთარში 20 წლის ფეხბურთელი დორტმუნდის "ბორუსიამ" გადაიბირა და "შავ-ყვითლების" შემადგენლობაში ჩატარებულ 26 შეხვედრაში 23 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ჰოლანდს, რომელსაც მიმდინარე სეზონში, 8 შეხვედრაში 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს, გერმანელებთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს.

სხვა სტატიები