Belive

კლოპი: ,,როგორც ჩანს, რეალი ჩვენი ბედია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ,,რეალთან'' შეხვედრაზე ისაუბრა:
,,მას შემდეგ რაც რეალთან ფინალი წავაგეთ, ჩემთვის სიტუაციის გამოსწორების იდეალური გზა მათთან კიდევ ერთი შეხვედრა იქნებოდა. როგორც ჩანსი რეალი ჩვენი ბედია. მათი ფინალში გასვლა უცნაური გამოდგა, მანჩესტერ სიტის არ გაუმართლა. მადრიდელები პსჟ-ს, ჩელსისა და სიტის გასცდნენ. თუ სამ ასეთ გუნდს დაამარცხებთ, მაშინ ფინალის საგზურს ნამდვილად დაიმსახურებთ. დიახ, შესანიშნავი მატჩი იქნება. ცხადია, წაგებული ფინალის შემდეგ, ბედნიერები არ ვიყავით, მაგრამ უკვე დიდი დრო გავიდა. მიხარია, რომ ლივერპული ფინალშია, თუმცა მანამდე არაერთი შეხვედრა გველის,'' - კლოპის სიტყვებს Sky Sports-ი ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ,ლივერპული” და მადრიდის ,,რეალს'' დაუპირისპირდება. ეს გუნდები ფინალში ერთმანეთს 2018 წელსაც შეხვდნენ, მატჩი ,,სამეფო გუნდის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

სხვა სტატიები