Belive

გიორგი ქვილითაია: ტრავმა არ არის ისეთი სიმწვავის, როგორსაც ველოდი...

5 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების და ბელგიური "გენტის" ფორვარდი, გიორგი ქვილითაია სოციალურ ქსელში საკუთარ მდგომარეობას ეხება და წერს: "უბედნიერესი ვარ! ტრავმის სირთულე არ არის ისეთი სიმძიმის, რასაც მოველოდით! უფრო სწრაფად დავუბრუნდები მოედანს, ვიდრე წარმომედგინა".
შეგახსნებთ, რომ გიორგი ქვილითაია ლატვიასთან მატჩის წინა ვარჯიშზე დაიმტვრა და იმ ღამესვე იგი ბელგიაში სამკურნალოდ გადააფრინეს. ყველას ეგონა, რომ გიორგის წელზე მეტი გაუცდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ მისი ტრავმა ძალიან სერიოზული არ აღმოჩნდა და გიორგი რამოდენიმე თვეში განაახლებს ვარჯიშს. გიორგი ქვილითაია წელს ვენის "რაპიდი"-დან ბელგიურ "გენტს" შეუერთდა და 3 თამაშში 2 გოლის გატანა მოახერხა.  

სხვა სტატიები