24-25 თებერვალს ევროპის ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართა და შემდეგ ეტაპზე გასული გუნდებიც ცნობილი გახდა.
16 საუკეთესო გუნდს შორის ადგილი სამმა ინგლისურმა, ორმა იტალიურმა, ორმა ესპანურმა, ორმა უკრაინულმა და თითო-თითო ნორვეგიულმა, ნიდერლანდურმა, შოტლანდიურმა, შვეიცარიულმა, ხორვატულმა, ბერძნულმა და ჩეხურმა კლუბმა მოიპოვა.
ევროპის ლიგის 2020/21 წლების სეზონის მერვედფინალში შემდეგი გუნდები ითამაშებენ:
ლონდონის "ტოტენჰემი"
ამსტერდამის "აიაქსი"
ლონდონის "არსენალი"
"მიოლდე"
"გრანადა"
"რეინჯერსი"
დონეცკის "შახტარი"
"ვილიარეალი"
"მილანი"
"რომა"
"იანგ ბოიზი"
კიევის "დინამო"
პრაღის "სლავია"
ზაგრების "დინამო"
"მანჩესტერ იუნაიტედი"
"ოლიმპიაკოსი"
ევროპის ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა 26 თებერვალს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გაიმართება.