Belive

ევროპა ლიგა: მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
19 მარტს, შვეიცარიაში, ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალური წყვილების წილისყრა გაიმართა. ევროპა ლიგის რვა საუკეთესო კლუბი შემდეგნაირად დაწყვილდა:
  • "გრანადა"- "მანჩესტერ იუნაიტედი"
  • "არსენალი"- "სლავია"
  • ამსტერდამის "აიაქსი"- "რომა"
  • ზაგრების "დინამო"- "ვილიარეალი"
ცნობილია, რომ "გრანადა" - "მანჩესტერის" წყვილის გამარჯვებული "აიაქსი" - "" "რომას" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, ხოლო "დინამო" - "ვილიარეალის" და "არსენალი" - "სლავიას" დუელებში უკეთესები ერთმანეთს შეხვდებიან. მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 8, ხოლო საპასუხო შეხვედრები 15 აპრილს გაიმართება.

სხვა სტატიები