Belive

ევროპა ლიგა: ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის ლიგის მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და უკვე ცნობილია ყველა ის გუნდი, რომელიც 1/4-ფინალში მონაწილეობას მიიღებს. ევროპის ლიგის საუკეთესო 8 გუნდს შორის ორი ინგლისური, ორი ესპანური, თითო-თითო ჩეხური, ნიდერლანდური, იტალიური და ხორვატული კლუბი მოხვდა. რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში შემდეგი გუნდები გამოვლენ:
  • "მანჩესტერ იუნაიტედი"
  • "რომა"
  • "ვილიარეალი"
  • ზაგრების "დინამო"
  • პრაღის "სლავია"
  • ლონდონის "არსენალი"
  • "გრანადა"
  • ამსტერდამის "აიაქსი"
ევროპის ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრა 19 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში შედგება.

სხვა სტატიები