Belive

მესიმ ლიონთან შესრულებულ პანენკაზე ისაუბრა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში "ბარსელონამ" შინ "ლიონი" 5:1 გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. საუცხოო მატჩი ჩაატარა კატალონიელთა ლიდერმა, ლეო მესიმ, რომელმაც 2 გოლი გაიტანა და 2 ასისტი შეასრულა. მესის თამაშის შემდეგ, პანენკას სტილში შესრულებულ პენალტზე ჰკითხეს. "დავინახე, რომ მეკარეს მოძრაობა მისგან მარცხენა კუთხეში ჰქონდა დაწყებული და პანენკას დარტყმა სწორედ ამიტომ გადავწყვიტე. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა," - თქვა მესიმ.

სხვა სტატიები