Belive

კარლო ანჩელოტიმ ფერგიუსონის რეკორდი გააუმჯობესა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მადრიდის ,,რეალმა” ,,სელტიკს” უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა.

,,სამეფო გუნდის” მთავარი მწვრთნელისთვის, კარლო ანჩელოტისთვის, ეს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 103-ე გამარჯვება იყო, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

იტალიელმა სპეციალისტმა ,,მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მთავარი მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის რეკორდი გააუმჯობესა, რომლის ანგარიშზეც 102 მოგებაა.

,,რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 13 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა.


სხვა სტატიები