Belive

"არავინაა მისი შემჩერებელი" - რას წერს მსოფლიო პრესა კვარას შესახებ?!

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში, “აიაქსისა” და “ნაპოლის” დაპირისპირება შედგა.

ამსტერდამში, ლეგენდარული “იოჰან კრუიფის” სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით, 1:6 დასრულდა.

კვარას გამორჩეული ასპარეზობა გავლენიან მედია საშუალებებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ. არა მხოლოდ მედია ტაბლოიდები, არამედ სხვადასხვა ორგანიზაციები და მიმომხილველები კვარას მიმართ აღფრთოვანებას ვერ მალავენ. Facebook, Twitter და სოციალური ქსელები ნეაპოლიტანური კლუბის ქართველი ვარსკვლავის შესახებ მაღალფარდოვან პოსტებს ავრცელებენ.

transfermarkt.co.uk - "როგორც ჩანს, ამ სეზონში არავის შესწევს ძალა შეაჩეროს "ნაპოლი" და მისი ახალი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია".

La Gazzetta dello Sport - "კვარაცხელია ხატავს ფეხბურთს".

William Hill - "კვარადონა მის მეტსახელს ამართლებს".

Football Talent Scout - "შეუჩერებელია"

Statman Dave - "უკეთესი და უკეთესი ხდება".

Invictos - "სენსაციური ფეხბურთელი".

სხვა სტატიები