საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული, სიმბოლოს მაისურზე 4 წელი შეინარჩუნებს
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულ გუნდს, 4 წლის განმავლობაში, მაისურზე, განმასხვავებელი ნიშანი ექნება. ეს უნდა იყოს ოქროსფერი სამკერდე ლოგო, რომელსაც პირველი ჩემპიონი მაისურზე 2029 წლამდე შეინარჩუნებს.
ტურნირი შეერთებულ შტატებში 15 ივნისიდან 13 ივლისამდე გაგრძელდება და ფორმატის მნიშვნელოვანი ცვლილების პირველი წელია. შეჯიბრი, ჩვეულებრივ შვიდის ნაცვლად, 32 გუნდს მოიცავს, ახალი თასითა და უზარმაზარი საპრიზო ფონდით, კლუბები ამ ტურნირს სერიოზულად აღიქვამენ.
2025 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებენ FIFA-ს ექვსივე კონტინენტური კონფედერაციის კლუბები - UEFA (ევროპა), CONMEBOL (სამხრეთ ამერიკა), AFC (აზია), CAF (აფრიკა), CONCACAF (ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა) და OFC (ოკეანია).
თითოეულ კონფედერაციას საკვალიფიკაციო ადგილების გარკვეული რაოდენობა აქვს გამოყოფილი, ევროპა ლიდერობს 12 გუნდით, შემდეგ მოდის სამხრეთ ამერიკა ექვსით. აზია, აფრიკა და ჩრდილოეთ/ცენტრალური ამერიკა წარმოდგენილია ოთხი გუნდით, ხოლო ოკეანეთი მხოლოდ ერთით.