Belive

საკი: ,,იტალიური გუნდები წამყვან ევროპულ კლუბებთან კონკურენციისთვის მზად არ არიან''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მილანის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ, ევროტურნირებზე იტალიური კლუბების შანსები შეაფასა:

,,იტალიაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, შემიძლია, ინტერსა და ნაპოლის ვურჩიო, რომ ძირითადი ყურადღება სერია A-ზე გაამახვილონ. რამდენიმე ფრონტზე საბრძოლველად მზად სწორედ ეს ორი გუნდია, თუმცა, ჩემი აზრით, მათ არ აქვთ საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ ევროპის წამყვან კლუბებთან თანაბარ პირობებში იყვნენ, ამის მცდელობამ კი, შესაძლოა, სერია A-ში მათი სეზონი საფრთხეში ჩააგდოს.

კვირაში სამჯერ მაღალ დონეზე სათამაშოდ, ძალიან ღრმა შემადგენლობაა საჭირო, თანაბარი ფიზიკური და ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელებით, ასევე, იმ რესურსების მართვის უნარით, რომელიც, გულწრფელად რომ ვთქვა, ნაპოლის და ინტერის ჯერჯერობით არ აქვთ.

შეიძლება, ვინმემ თქვას: ,,კი მაგრამ, ინტერი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და რომ არა მონსტრი პსჟ, ახლა სხვა საუბარი გვექნებოდა...'' სამართლიანი შენიშვნაა, მაგრამ რეალობა ისაა, რომ იტალიური გუნდები, გამონაკლისის გარეშე, ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ თავიანთ კონკურენტებთან ბრძოლას.'' - არიგო საკი

ბოლოს იტალიურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა 2009-2010 წლების სეზონში მოიგო, როცა ინტერმა ფინალში ბაიერნი დაამარცხა. მას შემდეგ სერია A-ს კლუბმა ფინალში 4-ჯერ ითამაშა (იუვენტუსმა და ინტერმა 2-2-ჯერ) და ოთხივე შემთხვევაში დამარცხდა.