Belive

საკამათო პენალტები, წითელი ბარათები და 5 წუთით ადრე შეცდომით დასრულებული მატჩი აფრიკის თასზე

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

აფრიკის ერთა თასზე, ტუნისისა და მალის მატჩი კურიოზული და ქაოსური შეხვედრით დასრულდა - შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მატჩი ძირითადი დროის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე დაამთავრა. თანაც, ეს ორჯერ მოხდა. ორი საკამათო პენალტი და წითელი ბარათი სრულფასოვნად არ მოგვითხრობს გიჟურ მატჩზე და და მსაჯის უცნაური გადაწყვეტილებების სერიაზე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მატჩის საკვანძო ეპიზოდი მაინც ფინალური წუთები გამოდგა, როცა ზამბიელმა მსაჯმა, ჯანი სიკაზვემ 85 წუთის შემდეგ შეხვედრის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. რეფერის პირველი სასტვენის დროს ტაბლოზე ანგარიში მალელთა სასარგებლოდ - 1:0 იყო. როცა სიკაზვემ გვირაბისკენ მიუთითა, ორივე ნაკრების ფეხბურთელები დაბნეულები იყურებოდნენ, იქამდე, ვიდრე არბიტრი დაშვებულ შეცდომას გააანალიზებდა და მატჩს განაახლებდა. განახლებიდან მალევე, სიკაზვემ მალელ ნახევარმცველ ელ ბილალ ტურეს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა ნახევარდაცვაში უწყინარი მოქმედების გამო.აღშფოთებულმა მალელებმა მსაჯს VAR-ის გამოყენებისკენ მოუწოდეს, რაც მან მართლაც გააკეთა, თუმცა ვიდეო-რეფერის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა.

ტუნისელები გათანაბრებას ცდილობენენ, თანაც მეტოქე 10 კაცით იყო დარჩენილი, თუმცა მსაჯმა არათუ დროის დამატება, არამედ 90 წუთის შესრულებამდე 10 წამით ადრე შეხვედრა დაასრულა. ორივე გუნდის ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები დაბნეულები იყვნენ, განსაკუთრებით კი ტუნისელები, მსაჯს კი აშკარად დაცვის გამოყენება სჭირდებოდა, თუმცა, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო. მაშინ, როცა მთავარი მწვრთნელები პრესკონფერენცია მართავდნენ, მატჩის ოფიციალურმა პირებმა მედიასთან შეხვედრა შეაჩერეს და გუნდებს მოედანზე დაბრუნება სთხოვეს, რათა დამატებული 3 წუთიც ეთამაშათ, მთავარი არბიტრის საქმიანობას კი მეოთხე მსაჯი შეასრულებდა. აღშფოთებულმა ტუნისელებმა, რომლებიც მატჩს აგებდნენ, მოედანზე დაბრუნებაზე უარი განაცხადეს. საბოლოოდ, მალიმ - 1:0 იმარჯვა.

სხვა სტატიები