Belive

"საკა არსენალში რჩება" - ფაბრიციო რომანო

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის "არსენალი" მიმდინარე სეზონში დამაჯერებლად ასპარეზობს და ინგლისის პრემიერ ლიგის ცხრილის სათავეშია.

ჩრდილო ლონდონური კლუბის წარმატების მთავარი შემოქმედი მიკელ არტეტა და ახალგაზრდა ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდია. არტეტას მოთამაშეებს გამარჯვებისკენ სწრაფვა და გუნდის ერთგულება აერთიანებს.

"მეთოფეების" ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი - ბუკაიო საკა, "არსენალში" რჩება. ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეთა შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და უახლოეს მომავალში, საკა განახლებულ კონტრაქტს მოაწერს ხელს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მსურველ კლუბებს კიდევ დიდხანს მოუწევთ ლოდინი.

ბუკაიო საკამ "არსენალის" მაისურით ჩატარებულ 28 პრემიერ ლიგურ შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფენომენალური სეზონის შედეგად, ახალგაზრდა შემტევი 3 გრანდის სატრანსფერო რადარზე აღმოჩნდა, თუმცა საკა საკუთარ მომავალს "არსენალის" რიგებში ხედავს.

სხვა სტატიები