Belive

საჰაერო განგაშის გამო, უკრაინის პრემიერ ლიგის თამაში სამჯერ შეწყდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხარკოვის "მეტალისტმა" "რუხ ლვოვი" 2:1 დაამარცხა, მაგრამ მატჩი ჩვეულზე ორი საათით გვიან დასრულდა.

მას შემდეგ, რაც ქალაქში საჰაერო განგაშის ხმა გაისმა, მოთამაშეებს და ოფიციალურ პირებს ბუნკერებში ჩასვლა მოუწიათ. ეს ყველაფერი სამჯერ განმეორდა, რამაც საკმაო დრო წაიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ სირენების ხმა მატჩის დაწყებამდეც გაისმა.

სტადიონზე მყოფები თავდაპირველად პანიკამ მოიცვა, თუმცა საბოლოოდ ყველანი გონს მოეგნენ და უსაფრთხო ადგილზე მალევე გადაინაცვლეს.

განსხვავებით ფეხბურთელებისა, ადგილობრივებისთვის ეს ყველაფერი ყოველდღიურობის ნაწილია, რადგან თებერვლის შემდეგ დღეში რამდენჯერმე უწევთ იგივე ხმების მოსმენა. მატჩის ჟურნალისტმა ისიც კი თქვა, რომ კლუბის ზოგიერთი წამომადგენელი, მიუხედავად სირენისა, მსაჯს შეხვედრის გაგრძელებას სთხოვდა.

აღნიშნული შეხვედრა, ადგილობრივი დროით, 15:04 საათზე დაიწყო და 19:27 საათზე დასრულდა.

სხვა სტატიები