Belive

საგა გრძელდება | ბარსელონას უკანასკნელი მცდელობა მესის შესანარჩუნებლად

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩაშლილი მოლაპარაკებებისა და ემოციური გამომშვიდობების შემდეგ, ლეო მესის საგა გრძელდება. ESPN Argentina და ესპანური მედია საშუალებები კატალონიური გრანდის ფანებისათვის საინტერესო და სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებენ. ესპანური გამოცემის La Porteria-ს ჟურნალისტი - ჟოან ვეილსი, რომელიც ლაპორტასთან დაახლოებული პირია აღნიშნავს, რომ "ბარსელონას" წარმომადგენლები ლა ლიგის მესვეურებთან მესის კონტრაქტის თაობაზე საბოლოო მოლაპარაკებებს მართავენ. წყაროს მტკიცებით, "ბლაუგრანა" მესის შესანარჩუნებლად იბრძვის და მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაშია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებული ინფორმაციის თაობაზე, "ბარსელონას" წარმომადგენლებმა ევროპის სააპელაციო სასამართლოს მიმართეს. სპეკულაციებს ის გარემოებაც ამძაფრებს, რომ არგენტინელ სუპერვარსკვლავს ბარსელონა ჯერ არ დაუტოვებია. მესის ლუის სუარესიც ესტუმრა - მეგობრებისა და ყოფილი თანაგუნდელების შეხვედრა ჟურნალისტებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ.

სხვა სტატიები