გერმანია VS საფრანგეთი | U17-ის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
დღეს 17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალები გაიმართა.
პირველ ნახევარფინალში არგენტინა გერმანიას დაუპირისპირდა, მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ძირითადი დრო 3:3 დამთავრდა, სამხრეთ ამერიკელების მხრიდან ჰეთთრიკი შეასრულა აგუსტინ რუბერტომ, ხოლო გერმანიიდან დუბლით გამოირჩა პარის ბრუნერი, ხოლო ერთი გოლი მაქს მოერსტედტმა გაიტანა. პენალტების სერია კი გერმანიის სასარგებლოდ 2:4 დასრულდა.
მეორე ნახევარფინალში საფრანგეთმა მალის ნაკრები 2:1 დაამარცხა. პირველი ტაიმის მიწურულს აფრიკის ნაკრები იბრაჰიმ დიარამ დააწინაურა, 55-ე წუთზე მალის ფეხბურთელმა სულეიმან სანოგომ წითელი ბარათი მიიღო, ამის შემდეგ მალევე ერთ წუთში ივან ტიტიმ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. მატჩის საბოლოო ანგარიში 2:1 კი ისმაელ ბოუნებმა დააფიქსირა და საფრანგეთის ნაკრები ფინალში გავიდა.
ევროპული ფინალი 2 დეკემბერს გაიმართება.
აქამდე 17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთს ერთხელ აქვს მოგებული 2001 წელს ნიგერიის ნაკრების წინააღმდეგ 3:0. ხოლო გერმანიას ფინალი არასდროს მოუგია, ერთხელ გავიდა ფინალში 1985 წელს, რომელიც U17-ის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო და საფრანგეთის მსგავსად გერმანიაც ნიგერიას შეხვდა, ოღონდ 2:0 დამარცხდა.
🏆 Germany and France will go head-to-head in the #U17WC Final!
— FIFA World Cup (@FIFAWorldCup) November 28, 2023