Belive

საფონოვმა პრეტენზიები გაზარდა - პსჟ ახალ მეკარეს დაიმატებს და რუსს უკრაინელით ჩაანაცვლებს

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფრანგული სპორტული გამოცემა 'L'Équipe'-ს ინფორმაციით, პსჟ-სა და რუს მეკარეს - მატვეი საფონოვს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც კლუბიდან ჯანლუიჯი დონარუმა წავიდა და მეკარის პოზიცია დროებით ვაკანტური იყო.

'L'Équipe'-ს გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ დონარუმას წასვლის შემდეგ, 26 წლის რუსმა მეკარემ სურვილი და პრეტენზია გამოთქვა, რომ იგი კლუბის პირველი მეკარე უნდა ყოფილიყო, თუმცა ყველაფერი სხვანაირად მოხდა - კლუბმა ლუკას შევალიე დაიმატა, რომელიც პსჟ-ს პირველი მეკარე გახდა და ლუის ენრიკე თითქმის ყველა პრესკონფერენციაზე აღნიშნავს, რომ ფრანგი მეკარე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გუნდისთვის მრავალი წლის განმავლობაში.

26 წლის რუსი ითხოვს, რომ მეტი სათამაშო დრო მიეცეს და ამის გამო უკმაყოფილოა, რის გამოც, იგი კლუბს სავარაუდოდ იანვარში დატოვებს.

პსჟ-ს კი უკვე მოძებნილი ჰყავს მეკარე, რომელიც რუსს ჩაანაცვლებს. 'L'Équipe' ინფორმაციით, პარიზული გრანდი ძალიან არის დაინტერესებული ბენფიკას უკრაინელი მეკარით - ანატოლი ტრუბინით ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ მატვეი საფონოვი პსჟ-ს ღირსებას 2024/2025 წლების სეზონიდან იცავს, რა პერიოდშიც 17 თამაში ჩაატარა, აქედან 2 ჩემპიონთა ლიგაზე, 10 ლიგა 1-ში და 5 საფრანგეთის თასზე - მას რუსეთის ყველა ასაკობრივი ნაკრები აქვს გამოვლილი ახლა კი ეროვნული ნაკრების მთავარი მეკარეა.

სხვა სტატიები