Belive

საფეხბურთო სამყაროში ლურჯი ბარათის შემოღება იგეგმება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფეხბურთო სამყაროში ყვითელ და წითელ ბარათებთან ერთად მსაჯებს ფეხბურთელისთვის ლურჯი ბარათის ჩვენების შესაძლებლობაც ექნებათ, აღნიშნული ბარათი გამოყენებული იქნება ფეხბურთელისთვის, რომელიც ცინიკურად იქნება განწყობილი ან მსაჯის მიმართ უთანხმოებას გამოხატავს, როდესაც მოთამაშე ლურჯ ბარათს მიიღებს მოედანს 10 წუთით დატოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Telegraph იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ლურჯი ბარათი FA თასის და ქალთა ასოციაციის თასის ზოგიერთ მატჩში დაინერგება, რათა ბარათის ეფექტურობა დადგინდეს, რომ მომავალში ამ წესის შემოღება მსოფლიო ფეხბურთში ამოქმედდეს.

ორი ლურჯი ბარათის მიღების შემთხვევაში შეიძლება იგივე წესი ამოქმედდეს რაც ორ ყვითელი ბარათზე, მოთამაშე გაძევებული იქნება მოედნიდან. იმ შემთხვევაშიც თუკი ფეხბურთელი ერთ ყვითელ და ერთ ლურჯ ბარათს მიიღებს მსაჯმა შეიძლება ისიც მოედნიდან გააძევოს.

სხვა სტატიები