Belive

სადიო მანეს შესაძლოა "ბაიერნში" ეთამაშა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ გაიხსენა, რომ ბავარიელებს "ლივერპულის" თავდამსხმელის სადიო მანეს დამატება სურდათ. სენეგალელმა თავდამსხმელმა გერმანიის მოქმედი ჩემპიონის ყურადღება ჯერ კიდევ მაშინ მიიქცია, როცა ფრანგული "მეციდან" ავსტრიულ "ზალცბურგში" გადადიოდა. მანეთი სერიოზულად დავინტერესდით, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ტრანსფერი ვერ შედგა. შემდეგში ის ჯერ "საუტჰემპტონში" გადავიდა, შემდეგ კი "ლივერპულში",-თქვა ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა. მანეს მერსისაიდულ კლუბთან ერთად ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, ჩემპიონთა ლიგის და ევროპის სუპერთასის მოგება მოახერხა, პრემიერლიგის საუკეთესო თანაბომბარდირი გახდა და ინგლისის ჩემპიონატის მოგებასთანაც ახლოსაა. "ლივერპულის" ათიანმა ოქროს ბურთზე მეოთხე ადგილი დაიკავა.  

სხვა სტატიები