Belive

სადიო მანეს პოკერი | ალ-ნასრმა ალ-ოხდუდს 9:0 მოუგო

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საუდის არაბეთის პრო ლიგის 31-ე ტურში კრიშტიანუ რონალდუს გარეშე მოთამაშე ,,ალ-ნასრმა'' ,,ალ-ოხდუდი'' სტუმრად 9:0 დაამარცხა.

გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ,,ლივერპულისა'' და ,,ბაიერნის'' ყოფილმა თავდამსხმელმა, სადიო მანემ, რომელმაც მეტოქეს პოკერი შეუსრულა.

სენეგალელის გარდა, მატჩში თავი ჯონ დურანმა (დუბლი), მარსელო ბროზოვიჩმა, აიმან იაჰიამ და მოჰამედ მარანმა გამოიჩინეს.

ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, ,,ალ-ნასრი'' 63 ქულით სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა და ლიდერ ,,ალ იტიჰადს'' 11 ქულით ჩამორჩება. შესაბამისად, სტეფანო პიოლის გუნდს ჩემპიონობის შანსი დაკარგული აქვს.

სხვა სტატიები