მუნდიალი 2022 | სადიო მანე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
"ვერდერთან" მოგებულ შეხვედრაში სადიო მანემ ფეხზე ტრავმა მიიღო და აფრიკელ ფეხბურთელს მოედნის იძულებით დატოვება მოუხდა. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება და გავრცელებული ინფორმაციით, სადიო მუნდიალს გამოტოვებს.
🚨 BREAKING: Sadio Mané will miss the World Cup due to injury, according to @lequipe 🚑 pic.twitter.com/4GBzSXAmD4
— 433 (@433) November 9, 2022
"ბაიერნის" მთავრი მწვრთნელის ასისტენტმა დინო ტოპმიულერმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ ტრავმა ზედმეტად სერიოზული არ არის და სენეგალელი ფეხბურთელი დროულად დაუბრუნდება ნაკრებს. თუმცა, სხვადასხვა გავლენიანი სპორტული გამოცემები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ აფრიკელი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.
სადიო მანე მისი გუნდის ლიდერი და მამოძრავებელი ძალა არის, მისი არ ყოფნა კი, გუნდისთვის ძალიან ცუდი იქნება. სენეგალის ნაკრები მის პირველ შეხვედრას 21 ნოემბერს, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.