Belive

სადილი რონალდუსთან - პორტუგალიელმა თანაგუნდელები შემოირიგა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრიშტიანუ რონალდუმ თანაგუნდელების შემორიგება გადაწყვიტა და ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელები სადილად მიიწვია. 34 წლის თავდამსხმელმა თანაგუნდელები შინ მას შემდეგ დაპატიჟა, რაც სერია A-ს მე-13 ტურში, "ატალანტასთან" შეხვედრაში 55-ე წუთზე შეცვლის გამო, 5 ოქროს ბურთის მფლობელი მატჩის დასრულებას არ დაელოდა და სახლში წავიდა. ცნობილია, რომ პორტუგალიის ნაკრების კაპიტანს, "ზებრების" თავკაც მაურიციო სარისთან კონფლიქტი აქვს, რასაც შესაძლოა სეზონის ბოლოს ერთ-ერთი მათგანის გუნდიდან წასვლა მოჰყვეს.

სხვა სტატიები