Belive

სადებიუტო გოლი, რომელიც ისტორიული გამოდგა - ესტევაო ჩელსის ისტორიაში შევიდა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, ჩელსი აიაქსს მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ 4:1-ს ამარცხებს.

მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა 2007 წელს დაბადებულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა - ესტევაომ, რომელიც ისტორიული აღმოჩნდა.

კერძოდ - ესტევაო ჩელსის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ თამაშში ესტევაომდე გოლი 19 წლის მარკ გუიუმ გაიტანა, რომელიც ასევე ისტორიული იყო, თუმცა მხოლოდ 33 წუთით. მარკ გუიც ისტევაოს მსგავსად ყველაზე ახალგაზერდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩელსის რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები