საჭირო 3 ქულა რასინგისგან | რა შეფასება დაიმსახურა გულიაშვილმა?
ლა ლიგა 2-ის 30-ე ტურში, გასავარდნ ზონაში მყოფმა ლეონესამ ლიდერ რასინგს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ახლა რასინგს 59 ქულა აქვს და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მესამე ადგილზე მყოფ კასტელონთან 7-ქულიანი უპირატესობა ექნება (ლა ლიგაში პირველ და მეორეადგილოსნები დაწინაურდებიან).
გიორგი გულიაშვილმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 28-ე წუთზე გაიტანა კიდეც, თუმცა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. პირველ ტაიმში, რასინგი ანდრეს მარტინმა მაინც დააწინაურა. მასპინძლებმა 57-ზე გაათანაბრეს, თუმცა ესპანელმა თავდამსხმელმა მატჩის მიწურულს დუბლი შეასრულა და რასინგს მოაგებინა. მწვრთნელმა გულიაშვილი 65-ე წუთზე შეცვალა, ქართველს 2 დარტყმა ჰქონდა კარისკენ, თუმცა ორივე დაუბლოკეს. გიორგის შეფასება 6.5-დან 6.7-დეა.
მომავალ ტურში, რასინგი საკუთარ მოედანზე, ცხრილის ქვედა ზონაში მყოფ ალბასეტეს მიიღებს.
⏹️ ¡¡FINAAAAAAAAAAAAAAL!!
— Real Racing Club (@realracingclub) March 14, 2026
Cultural 1-2 Racing
(🎯 Andrés x2)#CulturalRacing pic.twitter.com/Do7xvcE3aF