Belive

საბურთალოს მწვრთნელი: "ორი თამაშის ჯამში შემდეგ ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ალბანური "პარტიზანის" პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ, "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ნოზაძემ კომენტარი გააკეთა.
“პირველ რიგში ვულოცავ “საბურთალოს” გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს და ყველას ამ გამარჯვებას. ვფიქრობ, რომ ორი თამაშის ჯამში შემდეგ ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ. პირველ მატჩში გვქონდა გარკვეული შეცდომები, შეიძლება რაღაც მეც ისე იდეალურად ვერ გავაკეთე, თუმცა მეორე მატჩში გამოვასწორეთ ბევრი რამ და შემდეგ ეტაპზე გავედით. ტირანაში მრავლად შევქმენით საგოლე მომენტი, შეიძლებოდა ამ თამაშის 90 წუთში ჩვენთვის სასიკეთოდ გადაწყვეტა, თუმცა ისე მოხდა, რომ გამარჯვებული თერთმეტმეტრიანებმა გამოავლინა. “საბურთალო” ახალგაზრდული კლუბია, რომლის რიგებში აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელები მრავლად გვყავს. იმედი მაქვს, ახალგაზრდები გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად “საბურთალოს” წინსვლას და ბევრ სიხარულს მოუტანენ."
"საბურთალო" ერთადერთი ქართული კლუბია, რომელმაც წლევანდელ ევროტურნირებზე პირველი ეტაპის დაძლევა მოახერხა. მეორე რაუნდში თბილისელები "სტიაუას" დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი 21 ივლისს გაიმართება, ხოლო 28-ში "საბურთალო" რუმინეთში საპასუხო თამაშს ჩაატარებს.

სხვა სტატიები