საქართველოს თასის მოქმედმა გამარჯვებულმა "საბურთალომ" კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატა.
თბილისურმა კლუბმა 20 წლის უკრაინელი ნახევარმცველი ოლექსანდრბელიაევიდამატა.
მხარეებს შორის კონტრაქტი 19 თებერვალს გაფორმდა. ხელშეკრულება ძალაში 2 წლის ვადით შევიდა. ბელიაევი “დნიპროს” აკადემიის აღზრდილია. უკრაინელი ფეხბურთელი “საბურთალოს” ესპანურ შეკრებაზე შეუერთდა, სადაც “ზენიტისა” და “ალკოიანოს” წინააღმდეგ ითამაშა. ესპანელებთან მატჩში საგოლე გადაცემაც მიითვალა.