"საბოლოო სასტვენის შემდეგ ერთმანეთს გადავეხვიეთ და ხუმრობით მითხრა" - კერკეზი
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მე-2 ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები უნგრეთთან სტუმრად 1:0 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე მილოშ კერკეზმა გაიტანა, აღსანიშნავია, რომ კერკეზისთვის ეს პირველი სანაკრებო გოლი იყო.
მატჩის შემდეგ ლივერპულელი თანაგუნდელები გიორგი მამარდაშვილი და მილოშ კერკეზი ერთმანეთს შეხვდნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ, მედიას კი ეს ამბავი უყურადღებოდ არ დარჩენია და კერკეზს ჰკითხეს თუ ფეხბურთელები რაზე საუბრობდნენ აღნიშნულ ეპიზოდში, რაზეც უნგრელმა უპასუხა:
საბოლოო სასტვენის შემდეგ პირდაპირ მასთან მივედი, გადავეხვიეთ ერთმანეთს და სიცილი დავიწყეთ, მან კი ხუმრობით მითხრა: ჰეი მილოშ! რა გჭირდა დღეს? ჩვეულებრივ, გოლს საერთოდ არ იტან ხოლმე - ლივერპულშიც კი ვერ ახერხებ ამას და დღეს როგორ მოახერხე ეს, როგორ იყავი ასეთი კონცენტრირებული?
ამ ნათქვამის შემდეგ ხმამაღლა გამეცინა და ვუთხარი, რომ ბოდიში, გიორგი... მაგრამ დღეს ის ბურთი აუცილებლად უნდა შესულიყო კარში. დღეს, გადამწყვეტ მატჩში, მან ჩემი შესაძლებლობები დაინახა. ახლა ვინ არის შურიანი? (იცინის). ვუთხარი, რომ ირაოლას გავლენამ ბოლო თვეებში ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა იმდენად კარგია ის თავის საქმეში.
ლივერპულში ჩვენ ოჯახივით ვართ და ყველაფერს ერთად ვაკეთებთ, მაგრამ დღეს სიტუაცია შეიცვალა. ეს მართლა გვაძლევს თავდაჯერებულობას და მოედანზე უფრო თავდადებული ბრძოლის სურვილს, რადგან გამარჯვება გვსურს - არავის უნდა მარცხი. განსაკუთრებული, თბილი გრძნობაა, როცა თანაგუნდელებს ხვდები. ასეთია ფეხბურთი: ლივერპულში თანაგუნდელები ვართ, მაგრამ 90 წუთის განმავლობაში მეტოქეები ვიყავით. - მილოშ კერკეზი - უნგრეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი
Milosz Kerkez on what Mamardashvili told him after the final whistle.
— Inside Reality Football (@RealityLfc) October 3, 2026
Kerkez🗣️: After the final whistle Mamar run to me, give me hug and jokingly said to me Hey Milosz! what was wrong with you today, normally you don’t score at all even at Liverpool so how come, you look sharp… pic.twitter.com/NpZmkaWuKK
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამ დროისთვის ჯგუფში 3 მატჩი გამართა და ჯერ გოლი არ გაუტანია, მათ 2 მარცხი და 1 ფრე უფიქსირდებათ.
ცხრილი კი ასე გამოიყურება:
საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 5 ოქტომბერს სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდის წინააღმდეგ გამართავს, აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე ჩატარდება.