Belive

საბერძნეთის სასამართლომ ჰარი მაგუაირს განაჩენი გამოუტანა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Sky Sports-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი ჰარი მაგუირი საბერძნეთის სასამართლო დარბაზიდან პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ფეხბურთელი და მისი ორი მეგობარი სამშაბათს საბერძნეთის კუნძულ მიკონოსში პოლიციის ოფიცერზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოსამართლემ ისინი დამნაშავედ არ სცნო და სამშობლოში დაბრუნების ნება დართო. ინგლისის ნაკრების 27 წლის მცველის დაპატიმრების მიზეზი ერთ-ერთ ბარში სხვა თანამემამულეებთან ჩხუბი, სხეულის დაზიანება, შეურაცხყოფა, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა და მათთვის ფულის სახით ქრთამის შეთავაზება გახდა. ფეხბურთელის ადვოკატის თქმით, ის დანაშაულს არ აღიარებს, ხოლო თავად მაგუაირი კამერებთან არ გამოჩენილა.

სხვა სტატიები