Belive

საბერძნეთის ნაკრები: ყველაფერი, რაც ევრო 2004-ის ჩემპიონებზე უნდა ვიცოდეთ 

2 წლის წინ ფეხბურთი
11 წთ

საბერძნეთის ნაკრები

დაარსება: 1929 საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაცია: დაარსდა 1926 წლის 14 ნოემბერს ფიფას წევრი: 1927 უეფას წევრი:1954 პრეზიდენტი: თეოდოროს ზაგორაკისი ფიფას რეიტინგი: 53 (2021 წლის 19 თებერვლის მონაცემებით) უმაღლესი რეიტინგი: 8 (2008 წლის აპრილი, 2011 წლის ოქტომბერი) ყველაზე დაბალი შედეგი რეიტინგში: 66 (1998 წლის სექტემბერი) საშინაო არენა: ათენის ოლიმპიური სტადიონი მეტსახელი: ლურჯ-თეთრები მთავარი მწვრთნელი: ჯონ ვანტ შიფი კაპიტანი: ტასოს ბაკასეტასი

სტატისტიკა

პირველი მატჩი: საბერძნეთი – იტალია 1:4 (1929 წლის 7 აპრილი, ათენი, საბერძნეთი) ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: საბერძნეთი – სირია 8:0 (1949 წლის 25 ნოემბერი, ათენი, საბერძნეთი) ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: უნგრეთი – საბერძნეთი 11:1 (1938 წლის 25 მარტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი) ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: გეორგიუს კარაგუნისი (139) ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: ნიკოს ანასტოპულოსი (29) მონაწილეობა მსოფლიოს ჩემპიონატზე: 3 (პირველად 1994 წელს), საუკეთესო შედეგი მერვედფინალისტი 2014 წელს მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე: 4 (1980), საუკეთესო შედეგი – ჩემპიონი 2004 წელს მონაწილეობა კონფედერაციის თასზე: 1 (2005 წელს, ჯგუფური ეტაპი) ოქროს მედლები: ევროპის ჩემპიონატი 2004, პორტუგალია ხმელთაშუაზღვის თამაშები 1951, ალექსანდრია, საბერძნეთი
Tumblr

ისტორია

საქართველოს ეროვნული გუნდი ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე მდებარე ულამაზესი სახელმწიფოს ნაკრებს შეხვდება, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად გრანდად არასდროს ყოფილა აღიარებული, სულ რაღაც 17 წლის წინ კონტინენტის საუკეთესო გუნდის წოდება ერგო. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე სენსაციური გამარჯვება ერთადერთი ტიტულია, რომელიც საბერძნეთს ისტორიაში მოუპოვებია. ესეც არ იყოს, მუნდიალზე დიდი ელადის შთამომავლებს, მხოლოდ სამჯერ, ევროპის ჩემპიონატზე კი ოთხჯერ უთამაშიათ. საბერძნეთის ნაკრები 1920-იანი წლების ბოლოს ჩამოყალიბდა, თუმცა დიდი წარმატებისთვის მთელი 50 წლის განმავლობაში, არასდროს მიუღწევია. პირველი ხმაურიანი ნაბიჯი, რომელიც ბერძნებმა გადადგეს, 1980 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა იყო, 1994 წელს კი გუნდი უკვე მუნდიალზეც გამოჩნდა, თუმცა იქ ჯგუფის სამივე შეხვედრა მარცხით დაასრულა. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატი დღემდე ქვეყნის საფეხურთო ისტორიაში მთავარ მწვერვალად, სპორტის ამ სახეობის ისტორიაში კი ერთ-ერთ ყველაზე დიდ სენსაციად მიიჩნევა. პორტუგალიაში გამართული ტურნირი ბერძნებმა მასპინძლებთან – 2:1 გამარჯვებით დაიწყეს. შეხვედრით, რომელშიც გამარჯვების გოლის ავტორი გეორგიუს კარაგუნისი 25-მეტრიანი გასროლით გახდა. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, „მეკობრეთა გემმა“ – ეს მეტსახელი გუნდმა ტურნირის გახსნის ცერემონიალის შემდეგ მიიღო, როცა თავიანთი ქვეყანა სწორედ ამ სიმბოლიკით გამოსახეს – ესპანეთთან ფრე ითამაშა (1:1, ფერნანდო მორიენტესის გოლს ანგელოს ხარისტიასმა უპასუხა). ბოლო ტურში, ბერძნებმა ტურნირზე პირველი მარცხი განიცადეს, მას მერე, რაც რუსეთის ნაკრებისგან საწყის ათ წუთში ორი გოლი გაუშვეს, მატჩის შემობრუნება ვეღარ მოახერხეს. მიუხედავად ამისა, ბერძნებს ესპანეთთან შედარებით, უკეთესი ბურთების სხვაობა აღმოაჩნდათ და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს. ამ ეტაპზე, საბერძნეთს იმ დროისთვის დაუმარცხებელი და მოქმედი ჩემპიონის, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ დაპირისპირება მოუწია, სადაც გუნდის კაპიტნის, თოდორის ზაგორაკისის მიერ, 65-ე წუთზე გატანილი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა და საბერძნეთის ნაკრები გახდა ისტორიაში პირველი გუნდი, რომელმაც ერთ გათამაშებაში მოქმედი ჩემპიონიცა და მასპინძელიც დაამარცხა. ფინალამდე მიმავალ გზაზე ბერძნებს კიდევ ერთი კონკურენტი ჰყავდათ – ჩეხეთის ნაკრები, რომელიც ტურნირზე ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც ყველა შეხვედრა მოგებული ჰქონდა, თანაც ისეთი ნაკრებების წინააღმდეგ, როგორებიც ნიდერლანდები (3:2), გერმანია (2:1) და დანიაა (3:0). იმ დროისთვის, ტურნირის მოგების მთავარ ფავორიტად სწორედ ჩეხები ითვლებოდნენ. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა, განსაკუთრებით ბერძნებისთვის, რომელთაც მეტოქის მიერ საწყის წუთებში შექმნილი წნეხისთვის გაძლება მოუწიათ. საბოლოოდ, შეხვედრის ძირითადი დრო გოლის გარეშე დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩეხებმა მატჩში არაერთი მომენტი შექმნეს და გოლის გატანასთანაც ახლოს იყვნენ, მეტოქის კარის დალაშქვრა პირველი დამატებული ტაიმის ბოლო წუთზე, საბერძნეთმა შეძლო, კერძოდ კი ვასილის ციარტასის კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთისა და მასზე ტრაიანოს დელასის ზუსტი რეაგირების შემდეგ და საბერძნეთი ისტორიაში პირველად, დიდი ტურნირის ფინალში აღმოჩნდა. გადამწყვეტ მატჩში ბერძნები იმ გუნდს შეხვდნენ, რომელსაც პირველ ტურში და მასპინძლების დამარცხება მეორედაც მოახერხეს. საინტერესოა, რომ ისტორიაში პირველად, ფინალი გახსნის მატჩის განმეორება გახლდათ. სტუმრებმა გამარჯვება მეორედაც მოახერხეს, ამჯერადაც მინიმალური სხვაობით – 1:0. ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი ანგელოს ხარისტიასი გახდა, რომელმაც მეტოქის კარი 57-ე წუთზე დალაშქრა. საინტერესოა ის, რომ ტურნირის დაწყებამდე, ბუქმეიქერები ჩემპიონობის ყველაზე ნაკლებ შანსს ლატვიას ანიჭებდა, ამ მხრივ ბოლოსწინა ადგილზე კი ბერძნები იმყოფებოდნენ. ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მეორე მონაწილეობისას მოგებულმა ტიტულმა საბერძნეთს მომდევნო წელს, კონფედერაციის თასისკენ მიმავალი ტურნირისკენ გზა გაუხსნა. გერმანიაში ჩატარებული ტურნირის ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრები გახდა, საბერძნეთმა კი სწორედ მომავალ ჩემპიონთან და იაპონიასთან მარცხისა და მექსიკასთან ნათამაშები უგოლო ფრეს შემდეგ, ჯგუფური ეტაპის ბარიერი ვერ დაძლია, თანაც ისე, რომ გუნდს გოლი არ გაუტანია. 2004 წლის ტრიუმფის შემდეგ, საბერძნეთისთვის წარმატებული პერიოდი დადგა. გუნდმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ორი წლის შემდეგ კი მუნდიალის მერვედფინალში ითამაშა. მას მერე, ბერძნებს არცერთი დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე არ გაუღწევიათ, მათ შორის, ვერც მიმდინარე წლის ზაფხულში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე. მსოფლიოს რეიტინგში საბერძნეთის ნაკრებს საუკეთესო შედეგი 2000-იანი წლების მიწურულს ჰქონდა, როცა საწყის ათეულში აღმოჩნდა. ამჟამად კი 46-ე ადგილს იკავებენ. საბერძნეთის ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი დასასრულს უახლოვდება. გუნდი ნელ-ნელა დაიცალა იმ ვეტერანი ფეხბურთელებისგან, რომლებმაც თავიანთი ქვეყნის სახელის წარმატებულად გატანა კონტინენტისა და პლანეტის მასშტაბით მოახერხეს. მიუხედავად ამისა, ელინებს ახალი, ნიჭიერი თაობა ჰყავთ, რომელთა რამდენიმე წარმომადგენელი ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ადგილს იმკვიდრებს. საუკეთესო კლუბები, რომლებშიც ბერძენი ფეხბურთელები თამაშობენ და მათი გვარები, ასეთია:
  • ოდისეას ვლახოდიმოსი, მეკარე – ლისაბონისნ „ბენფიკა“;
  • კონსტანტინოს მავროპანოსი, ცენტრალური მცველი, – „შტუტგარტი
  • დიმიტროს იანულისი, მარცხენა მცველი – „ნორვიჩი“;
  • გეორგიუს კირიაკოპულოსი, მარცხენა მცველი – „სასუოლო“ ;
  • დიმიტრიოს პელკასი, შემტევი ნახვერამცველი – „ფენერბახჩე“;
  • დიმიტროს ლიმნიოსი, მარჯვენა ვინგერი – „კიოლნი“;
  • ვანდელის პავლიდისი, ცენტრალური თავდამსხმელი – „ტილბურგი“’
  • გეორგიოს იაკუმაკისი, ცენტრალური თავდამსხმელი – „ვენლო“.
საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობა საკმაოდ დაბალანსებულია, გუნდში როგორც შიდა ჩემპიონატის საუკეთესო კლუბების, „აეკის“, „პაოკისა“ და „ოლიმპიაკოსის“ ფეხბურთელები, ასევე ლეგიონერები თამაშობენ. გუნდის საერთო ღირებულება 102. 05 მილიონი ევროა, საშუალო ასაკი კი 26.1 წელს უდრის. საბერძნეთის ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ლისაბონის „ბენფიკას“ კარის დარაჯი, ოდისეას ვლახოდიმოსია, რომელსაც Transfermarkt.com-ი 15 მილიონ ევროდ აფასებს, ქართველი მცველების მხრიდან ყველაზე ყურადღებამისაქცევი მოთამაშე კი გიორგიოს იაკუმაკისი. „ვენლოს“ ფორვარდს ამ, ახალ გუნდში სადებიუტო სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე გადაცემა გაკეთებული, ერედივიზიონში კი 24 შეგდებული ბურთით საუკეთესო ბომბარდირია.
EURO 2004 Flashback: Kings of Europe — AGONAsport.com

მწვრთნელი

ბერძნებს ამსტერდამის „აიაქსის“ აკადემია გამოვლილი მწვრთნელი ხელმძღვანელობს. 57 წლის ჯონ ვანტ შიფი 1997-2010 წლებში ნიდერლანდურ გრანდში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, უმეტესწილად იგი მთავარი მწვრთნელების, მათ შორის მარკო ვან ბასტენის ასისტენტი გახლდათ, თუმცა ახალგაზრდებთან მუშაობის კარგი გამოცდილებაც აქვს და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საფეხბურთო აკადემიაში 17, 19 და 21-წლამდე გუნდებს თავკაცობდა. 2004-08 წლებში, ჯონ ვანტ შიფი ნიდერლანდების ნაკრებში მარკო ვან ბასტენის თანაშემწე გახლდათ, 2010 წლიდან კი დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. ჯერ იყო ავსტრალია და „მელბურნ ჰერთში“ გატარებული თითქმის 7-წლიანი პერიოდი, როცა მთავარ მწვრთნელად რამდენიმე ვადით მუშაობდა და 2013-17 წლებში ტექნიკური დირექტორის პოზიციასაც იკავებდა. საერთო ჯამში, მან გუნდს 143 შეხვედრაში უხელმძღვანელა და შუალედში, მექსიკური „ჩიავასის“ 1 სეზონით გაწვრთნა და 23 მატჩის ჩატარებაც მოასწრო. ნიდერლანდელი მწვრთნელი სამშობლოში 2017 წელს დაბრუნდა და წელიწადნახევრის განმავლობაში, „ზვოლეს“ მეთაურობდა. ამ პერიოდში მან გუნდი მოედანზე 57-ჯერ გაიყვანა. საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ ჯონ ვანტ შიფს ნდობა 2019 წლის 31 ივლისს გამოუცხადა და მას მერე საბერძნეთის ნაკრებმა 22 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 10 მოიგო, 8 ფრედ დაასრულა და 4-ში დამარცხდა. მისი ხელმძღვანელობით, ბერძნებმა საერთო ჯამში 38 ქულა მოაგროვეს, რაც არც ისე ცუდი შედეგია. ურთიერთშეხვედრები საბერძნეთის ნაკრები საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქეა. ჩვენი გუნდი ელინებს ისტორიაში სულ 8-ჯერ დაუპირისპირდა, საიდანაც 6-ჯერ დამარცხდა და ორჯერ ფრეს მიაღწია. პირველი მატჩი 1996 წელს, იანინაში გაიმართა და იმ ამხანაგურ დაპირისპირებაში – 1:2 დავმარცხდით. ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილი გუნდის მაისურით გოლი გოჩა გოგრიჭიანმა გაიტანა. 1998 წელს, ბერძნებს უკვე ერვოშესარჩევის ეგიდით დავუპირისპირდით და ათენში გამართულ მატჩში მასპინძლებმა ვლადიმერ გუცაევის გაწვრთნილ გუნდთან – 3:0 იმარჯვეს. ამავე შესარჩევი ციკლის მეორე მატჩი მომდევნო წელს, შინ, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გამართული მატჩი – 1:2 დავთმეთ. იქ გოლი თემურ ქეცბაიამ გაიტანა. მაშინ, გუნდს იოჰან ბოსკამპი ხელმძღვანელობდა. 2005 წელს, ბერძნებს, უკვე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ვუმასპინძლეთ და იმ შეხვედრაში მეტოქემ ორბურთიანი უპირატესობით დაგვამარცხა – 1:3. ალან ჟირესის გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობიდან თავი მალხაზ ასათიანმა გამოიჩინა. შემდეგი შეხვედრა პირეოსში გაიმართა და იქ ერთადერთი, მაგრამ უპასუხო გოლი გავუშვით. 2005 წლის 12 ოქტომბერს, გუნდი მოედანზე გაიოზ დარსაძემ გაიყვანა. საბერძნეთის წინაააღმდეგ პირველად ქულა 2010 წლის 3 სექტემბერს მოვიპოვეთ. ათენში, გეორგიოს კარაისკაკისის არენაზე ანგარიში მესამე წუთზე ალექსანდრე იაშვილმა გახსნა, თუმცა თემურ ქეცბაიას გუნდმა 72-ე წუთზე გაუშვა და ფრეს დასჯერდა. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა საშინაო კედლებში ჩავატარეთ და 2011 წლის 11 ოქტომბერს, ვაკეში, 1:2 დავმარცხდით. თემურ ქეცბაიას გუნდის მაისურით გოლი მე-19 წუთზე, დავით თარგამაძემ გაიტანა.​ ბოლო მატჩი ამ გუნდებს შორის 2021 წელს, მიმდინარე შესარჩევი ეტაპის პირველ წრეში უკვე გაიმართა და იგი ფრედ 1:1 დასრულდა. 76-ე წუთზე ანგარიში ოთარ კაკაბაძის ავტო-გოლით გაიხსნა, რასაც 2 წუთში ხვიჩა კვარაცხელიას სოლო-რეიდი და გოლი მოჰყვა - 1:1.
No description available.

სხვა სტატიები