Belive

საბა საზონოვი კარიერას ტორინოში გააგრძელებს

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჯანლუკა დი მარციოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საბა საზონოვი კარიერას იტალიურ "ტორინოში" გააგრძელებს. ქართველი მცველი ტურინულ კლუბში "დინამო მოსკოვიდან" გადავიდა. იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, ტრანსფერის ფასი სამ მილიონ ევროს შეადგენს. მისივე თქმით, ქართველი მცველი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და კონტრაქტსაც ოფიციალურად მოაწერს ხელს. 

ორი ტურის შემდეგ, "ტორინოს" სერია ა-ში მოგება არ უფიქსირდება. ტურინულ კლუბს მხოლოდ ერთი ქულა აქვს  და მე-17 პოზიციას იკავებს. 

სხვა სტატიები