Belive

საბა ლობჟანიძე: "სხვადასხვა ტაქტიკა დავამუშავეთ, ეს ყველაფერი ოფიციალური მატჩებისთვის კეთდება"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ნიდერლანდების ნაკრებთან გასამართი ამხანაგური შეხვედრის წინ, საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევმა, საბა ლობჟანიძემ მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.
"ძალიან საინტერესო მატჩის მოლოდინში ვარ. ნიდერლანდები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, ჩვენთვის კი, კარგი ტესტი იქნება თუ როგორ შეგვიძლია ამ დონის მეტოქესთან დაპირისპირება. ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და ვფიქრობ, რომ ეს კარგია. მწვრთნელებთან ერთად ვარჯიშებზე სხვადასხვა ტაქტიკა დავამუშავეთ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სექტემბრის ოფიციალური მატჩებისთვის კეთდება და იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრებს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით", - თქვა ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ბინადარი "კარტახენას" 26 წლის ნახევარმცველმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში.
“ჯვაროსნებმა” 2021 წლის პირველ ამხანაგურ მატჩში, 2 ივნისს, ქალაქ პლოიეშტში, მასპინძელ რუმინეთის ნაკრებს – 2:1 აჯობეს. სადებიუტო გოლები იქ გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ გაიტანეს. მეორე შეხვედრას ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 6 ივნისს, ენსხედეში, "ტვენტეს" სტადიონზე, ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები