Belive

საბა ლობჟანიძე: "გიბრალტართან აუცილებლად 3 ქულა უნდა ავიღოთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის გათამაშებას საქართველოს ნაკრები გიბრალტარის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ “დინამო არენაზე” 2 ივნისს ჩასატარებელი შეხვედრით დაიწყებს. მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, საბა ლობჟანიძემ კომენტარი გააკეთა.
"ერთი კვირაა შეკრებაზე ვართ, რაც ძალიან კარგია შეთამაშებისთვის. ისიც კარგია, რომ თბილისში ვბრუნდებით სანაკრებო პაუზის დასკვნითი მატჩის ჩასატარებლად და გულშემატკივრების მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს. ვემზადებით გიბრალტართან მატჩისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და აუცილებელია, რომ 3 ქულა მოვიპოვოთ. ვფიქრობ, რაც უფრო მეტ გოლს გავიტანთ, უკეთესი იქნება ჩვენი თავდაჯერებისთვის. ასეთი კალენდარი ნებისმიერი გუნდისთვის საკმაოდ რთულია, თუმცა, ამავდროულად, გამოწვევაა. სწორედ ამიტომ ვართ შეკრებაზე 29 ფეხბურთელი და სასიხარულოა, რომ მწვრთნელებს დიდი არჩევანი აქვთ სხვადასხვა პოზიციაზე", - თქვა "ჰატაისპორის" ქართველმა შემტევმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურთან საუბრისას.
მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები