Belive

საბა გოგლიჩიძის შეფასება ტორინოს წინააღმდეგ

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-8 ტურის შეხვედრაში მონცა ტორინოს ესტუმრა და 3:2 დამარცხდა. ტურინელები 39-ე წუთზე კიან ფიც-ჯიმმა დააწინაურა, 47-ე წუთზე გუსტავო ვარელამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მალევე 61-ე წუთზე ტორინო რაფიკ ბელგალის გოლით კვლავ წინ გავიდა, 72-ე წუთზე ნიკოლა ვლაშიჩმა სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო მატჩის მიწურულს ნათან პატერსონმა ავტოგოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

საბა გოგლიჩიძემ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად იასპარეზა. ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის გადაცემა 4-ჯერ ჩაჭრა, 2-ჯერ ბურთი საჯარიმოდან ამოიტანა და მოწინააღმდეგეს მომენტი არ შეაქმნევინა, ბურთს კი 3-ჯერ დაეუფლა. საბამ 10 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 5-ში გაიმარჯვა, ის ბურთს 64-ჯერ შეეხო, 53 გადაცემიდან 44 ზუსტად შეასრულა (83%).

საბა გოგლიჩიძის შეფასება:

  • Sofascore: 6.1

  • Flashscore: 6.2

  • Whoscored: 6.4

მონცა სერია A-ს ცხრილში 7 ქულით მე-14 პოზიციაზეა (2 მოგება, 1 ფრე, 5 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 28 ოქტომბერს ნაპოლის წინააღმდეგ გამართავს.

საბა გოგლიჩიძეს მიმდინარე სეზონში 1 გოლი აქვს გატანილი.