Belive

რუსი ჟურნალისტი | კრასნოდარი აზაროვის სანაცვლოდ 2 მილიონს იხდის

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც ჩანს, "კრასნოდარი" ირაკლი აზაროვით სერიოზულად არის დაინტერესებული. რუსულ მედიაში კლუბის ინტერესზე კიდევ ერთხელ დაიწერა. ჟურნალისტმა ივან კარპოვმა თავის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ "კრასნოდარმა" "დინამო ბათუმს" 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 2 მილიონი ევრო შესთავაზა. როგორც იცით, აზაროვის მიმართ ევროპული კლუბების ინტერესი დიდია. ეროვნული ლიგის საუკეთესო მცველი "ოლიმპიაკოსსა" და "ბაზელს" დაუკავშირეს, ასევე ტრანსფერი სურს - თურქულ "ტრაბზონსპორს.". ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა "დინამო ბათუმი" ზამთარში ირაკლი აზაროვის გაყიდვას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონს 2022 წელს ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ექნება.

სხვა სტატიები