Belive

რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ქართველების გუნდს ჩაიბარებს 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, სტანისლან ჩერჩესოვი ორი ქართველი ფეხბურთელის, ლაშა დვალის და გიორგი ხარაიშვილის "ფერენცვაროშს" ჩაიბარებს. ვეტერანი რუსი მეკარე, რომელიც ბოლოს სამშობლოში, ეროვნულ გუნდს ხელმძღვანელობდა და გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალშიც გაიყვანა, უნგრეთის ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის თავკაცი ოფიციალურად გახდა და ამის შესახებ ინფორმაცია თავად უნგრულმა კლუბმა გამოაქვეყნა.

სტანისლავ ჩერჩესოვს ქართველებთან მუშაობის გამოცდილება აქამდეც ჰქონია - იგი სოჩის "ჟემჩუჟინაში" გუჯა რუხაიას", ხოლო გროზნის "ტერეკში" ლევან გვაზავას წვრთნიდა. ლაშა დვალი "ფერენცვაროშში" 2019 წლის იანვრიდან ირიცხება და მას შემდეგ 26 წლის ცენტრალურმა მცველმა ქვეყნის ჩემპიონობა სამჯერ მოიგო, რაც შეეხება ხარაიშვილს, "საბურთალოს" აღზრდილი შემტევი "მწვანე არუსეთის ნაკრევბირწივებს" 2021 წლის დასაწყისში შეუერთდა, თუმცა ტრავმის გამო მოედანზე დიდი დროის გატარება ვერ მოახერხა.

სხვა სტატიები