Belive

რუნიმ დერბი ქაუნთის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეინ რუნი ,,დერბი ქაუნთის'' მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ინგლისელმა ,,დერბის'' ხელმძღვანელებს განთავისუფლების თხოვნით თავად მიმართა. რუნის სამწვრთნელო კარიერა 2020 წლის ნოემბერში, სწორედ ,,დერბიში'' დაიწყო. 2021-2022 წლების სეზონში ,,ვერძებმა'' ჩემპიონშიფში 23-ე ადგილი დაიკავა და ლიგა 1-ში დაქვეითდა. გასულ წელს გუნდს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ბოლო პერიოდში ინგლისურ მედიაში იწერებოდა, რომ რუნის მომავალი გუნდი ,,ბარნლი'' იქნებოდა, თუმცა კლუბის მთავარ მწვრთნელად ვენსან კომპანი დაინიშნა.


სხვა სტატიები