Belive

რუმინეთის მწვრთნელი: "საქართველო და ინგლისი შემოდგომისთვის მოსამზადებლად შესაფერისი მეტოქეები არიან"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მირელ რადოიმ საქართველოს ეროვნულ გუნდთან გასამართი ამხანაგური შეხვედრის წინ, მეტოქის ძალებსა და საკუთარი გუნდის მიზნებზე ისაუბრა. 40 წლის სპეციალისტმა ხაზი ასევე ტრიბუნაზე გულშემატკივრის დაბრუნებას გაუსვა. "საქართველოს და ინგლისის ნაკრებები შემოდგომაზე გასამართი ოფიციალური შეხვედრებისთვის მოსამზადებლად შესაფერისი დონის მეტოქეები არიან. გულშემატკივრების დაბრუნება სასიხარულოა ყველასთვის, პერსონალისა თუ ფეხბურთელებისთვის. მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანია იგრძნონ, რომ ისინი იმავე გუნდის წევრები არიან, რომლებისაც ქომაგები. ჩვენ ერთად ვიბრძვით, ვმარცხდებით და ვიმარჯვებთ", - თქვა რუმინეთის ნაკრების თავკაცმა, მირელ რადოიმ. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრები გუნდების დაპირისპირება 2 ივნისს, ქალაქ პლოიეშტის ილიე ოანას სტადიონზე დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები